Tsalenjikha Literary Festival Graneli • ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი"

  • Home
  • Georgia
  • Tsalenjikha
  • Tsalenjikha Literary Festival Graneli • ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი"

Tsalenjikha Literary Festival Graneli • ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი გრანელი Tsalenjikha Development supports the project.

წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით წელს პირველად გაიმართება. პროექტი ხორციელდება წალენჯიხის განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით. Organized by the Georgian Publishers and Booksellers Association and Tsalenjikha Municipality City Hall, Tsalenjikha Literary Festival Graneli will be held first time this year.

წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს...
27/06/2025

წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და გმობს მათ წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ რეპრესიებს. თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში მამუკა ხაზარაძის როლი უზომოდ დიდია. ის ყოველთვის გვერდში ედგა ქართველ მწერლებს და გამომცემლებს, თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, როგორც არაერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივის და პროექტის მხარდამჭერი და გულშემატკივარი. მამუკა ხაზარაძე არის წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის, ლიტერატურული პრემია “საბა”-ს , პროექტების “წერე ქართულად”, “ქალაქი ბიბლიოთეკა” დამფუძნებელი.
ჩვენ, ლიტერატურული საზოგადოება, ვგმობთ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივ რეპრესიებს, რაც ძირს უთხრის და აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს, მის ევროპულ მომავალს და მოვითხოვთ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც რუსთავე...
27/06/2025

წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და უმძიმესი ბრალი წარუდგინეს. ზვიად რატიანი, უკვე წლებია, არაერთხელ გამხდარა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალადობის და დევნის მსხვერპლი. სამწუხაროდ, არც ერთი მოძალადე არ ყოფილა დასჯილი. დღეს მის დაკავებას და წინასწარ პატიმრობაში დატოვებას პოლიტიკური ნიშნით დევნად ვაფასებთ და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს მისი გათავისუფლებისკენ, მით უფრო, რომ არ არსებობს ზვიად რატიანის მხრიდან ქვეყნიდან მიმალვის საფრთხე.

სოლიდარობა და თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს.

Address

Tsalenjikha
Tsalenjikha

Telephone

+995598559368

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tsalenjikha Literary Festival Graneli • ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Tsalenjikha Literary Festival Graneli • ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი":

Share

Category