20/08/2026
დაწყევლილი ბაჯო. გენიოსი, რომლის შემდეგაც, ფეხბურთი გაუარესდა.
"ის ყოველთვის "მოხუცი" იყო. ალბათ, ამიტომაც არ ჩააბარა. თავის უკანასკნელ სეზონში, ის ისეთივე კარგი იყო, როგორიც 90-ანი წლების დასაწყისში, უბრალოდ "ბრეშაში" თამაშობდა. ეს, წლებმა კი არ დასვეს ის საფეხბურთო პერიფერიაზე, არამედ მან თავად, საკუთარი პრინციპიალობით შექმნა ყველაფერი. "მხატვართან", რომელსაც მთელი მსოფლიო აღმერთებდა, იტალიელი მწვრთნელების უმეტესობას, საქმის დაჭერა არ სურდა.
ბაჯო, დიდ ფეხბურთს პროფესორად მოევლინა. წავიდა, როგორც გენიოსი! ყოველთვის შეეძლო და იცოდა სხვაზე მეტი. მთვარია იცოდა, რომ ცოდნა ზედაპირზეა, ხოლო წარმატების მისაღწევად საჭირო იყო ბევრი შრომა. რობერტო ისე თამაშობდა, თითქოს იცოდა, რომ ყველაფერი დასრულდებოდა. აგეფარა მისთვის თვალები და ის, იგივე შეეეგით, იმავე ფინტს შეასრულებდა. მოწინააღმდეგეს ისევე გასცდებოდა, შეკრებილი პუბლიკა კვლავ შემოილაგებდა თავზე ხელებს, ის კი წინ გაიჭრებოდა, თითქოს არავითარი ჯადოქრობა არ ყოფილა.
მე, ცოტა გვიან მივუსწარი იმ ბაჯოს, რომელიც "იუვენტუსში" ბრწყინავდა. ჩემ დროს, ტახტი უკვე მის მემკვიდრეს ჰქონდა დაკავებული. პირველად ბაჯო ბევრად ადრე ვნახე, იმ ასაკში, როდესაც უკვე ვადევნებდი თვალს ფეხბურთს, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიწამე ის. ვნახე, თუ როგორ გაუტანა მან ესპანეთს, თვალს ვადევნებდი იმას, როგორ ასამარებდა ის ბულგარელებს და ნიგერიელებს. ვუყურე იმასაც, როგორ გაიყვანა მან ეროვნული ნაკრები ამერიკული მუნდიალის ფინალში.
ბაჯო უკვდავებისკენ მიაბიჯებდა, მაგრამ ამას არ ვათვითცნობიერებდი. როცა გავაანალიზე ყველაფერი, მივხდი, რომ ამაზე უკეთესი არაფერი მინახავს. ის არ დარბოდა, არამედ დაფრინავდა. ზუსტადაც რომ დაფრინავდა, რადგან მწვანე მინდორზე ასე ლაღად სირბილი, არავის შეეძლო. ყველა კატეგორიის უფროსი თაობისგან მხოლოდ ერთი სიტყვა მესმოდა - "ბუდისტი". ისე დავინტერესდი, რომ ჩაწერა ვისურვე.
მეგონა, რომ "ბუდიზმი" სუპერშესაძლებლობების მოპოვების წყარო იყო. უცნაური სიტყვის უკან, ბრიუს ლის მოქნილობა, შაოლინის ჰარმონია და ჯადოქრობის აუხსნელობა იმალებოდა. დაე, ყველაფერი ეს, რობერტო ბაჯო იყო!
მას შემდეგ, არასდროს მინახავს ფეხბურთელი, რომელიც ისევე თამაშობდა მსოფლიო ჩემპიონატებზე, როგორც ამას რობერტო აკეთებდა. 1998 წლის ზიდანიც კი უბრალოდ ბაჯოს ჩრდილი იყო. სამწუხაროა, რომ რობერტო ვერ მოხვდა ფინალში, თუმცა იმ აცილებამ, ის განსაკუთრებული გახადა. ის დაახლოებით ანტიკურ ღვთაებას ჰგავდა, რომელიც ჯერ კიდევ ყოვლისშემძლე და უნაკლო იყო.
მან თავმდაბლობა და მეორე ნომრად ყოფნა აირჩია. თუმცა, თავს არავის ავიწყებინებდა. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო, რობერტოს ახალი დროის გიგანტების წინააღმდეგ უწევდა თამაში, მსოფლიო კვლავ მხოლოდ მასზე საუბრობდა. 2001 წლის გაზაფხულზე, მოედნის ცენტრიდან მიღებული გადაცემის შემდეგ, მან "იუვენტუსის" კარში მყოფი ვან დერ სარი პატარა ბავშვივით გააბითურა და ბურთი მოწინააღმდეგე გუნდის კარის ბადეში გაახვია.
ერთი თვის შემდეგ, სატანკო პოლიგონზე შლაგბაუნებს ვიპარავდით, რათა კარები გაგვეკეთებინა. ჩვენ თან გვახლდა, გვერდზე ქუჩაზე მცხოვრები, ჩვენზე უფროსი ბიჭი, რომელსაც 10 ნომრიანი მაისური ეცვა. საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ მას 1994 წლის მუნდიალის თამაშების ვიდეოჩანაწერი ჰქონდა და სიამოვნებით მათხოვებდა.
მომდევნო 3 დღე, ფეხბურთის ახლიდან გაცნობის რეჟიმში ვიყავი...
ჩვენ დაწყევლილი ვართ, ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებმაც ბაჯო ვნახეთ. ფეხბურთში მუდამ რაღაც დაგვაკლდება. რობერტო სხვა პროფესორებმა ჩაანაცვლეს. ჩვენ იმპერატორები და უცხოპლანეტელები ვიხილეთ, გმირებს ვეგებებოდით და ლეგენდებს ვაცილებდით.
მაგრამ, ღმერთი მათ შორის, არ ყოფილა..."
🎙 ალბერტო ჯაკერინი (საფეხბურთო ექსპერტი)