კალათბურთის სიამაყეები/Kalatburtis siamayeebi

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კალათბურთის სიამაყეები/Kalatburtis siamayeebi

კალათბურთის სიამაყეები/Kalatburtis siamayeebi გაეცანი სიახლეებს პირველმა, ყოველდღი

საკალათბურთო კლუბი „ბათუმი 2010“ და საბა ლობჯანიძე საქართველოს თასის მფლობელია!შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში დიდი ზეიმია....
13/04/2022

საკალათბურთო კლუბი „ბათუმი 2010“ და საბა ლობჯანიძე საქართველოს თასის მფლობელია!

შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში დიდი ზეიმია. 19 წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის საკალათბურთო კლუბი „ბათუმი 2010“ საქართველოს თასის მფლობელი გახდა. გამარჯვებულმა გუნდა, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 73-69 ანგარიშის სხვაობით ღირსეულად დაამარცხა გამორჩეულად ძლიერი და არაერთგზის ტიტულისა და პრიზის მქონე ქუთაისის გუნდი. თითოეული ფინალისტი მოედანზე ბოლომდე იბრძოდა და აკეთებდა თავის მაქსიმუმს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მოწოდების სიმაღლეზე ბათუმელები აღმოჩნდნენ, რომლებმაც გუნდური თამაშისა და ბრძოლის კლასიკური მაგალითი აჩვენეს.

მატჩის დასრულების შემდეგ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა საბა ლობჯანიძე, რომელსაც MVP-ის პრიზი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ გადასცა.

ბათუმის წარმატებასა და გამარჯვებაში გუნდის თითოეულ წევრს მიუძღვის წვლილი, მაგრამ მინდა გამოვყო ლობჯანიძე, რომელმაც დამსახურებულად მიიღო მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული, მან გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავზე აიღო თამაში და შედეგიც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ლობჯანიძის მონაგარი კი ასეთია: 17 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი (8/8 საჯარიმო).

- საბა 2019 წელს იცავდა საკალათბურთო კლუბ „დელტა“-ს ღირსებას და სწორედ ამ გუნდის მაისურით მოახერხა გამხდარიყო სუპერლიგის ჩემპიონი. ფინალის შემდეგ საბა ამ შეხვედრაშიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. (25 ქულა, 7/5 სამიანი).
- 2020 წელს ლობჯანიძე ასპარეზობდა საკალათბურთო კლუბ „რუსთავი 1991“-ში, მისმა გუნდმა კი ქორქია-საკანდელიძის სახელობის მემორიალურ ტურნირში მოიპოვა გამარჯვება და გახდა თასის მფლობელი. არც ეს ფინალი აღმოჩნდა საბასთვის უჩვეულო, ტრადიციულად ამ შეხვედრიც საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. (25 ქულა, 5 მოხსნა, 10/10 საჯარიმო).
- აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბა 2021 წელს საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრებს ეხმარებოდა.

საბამ საკალათბურთო კარიერა დაიწყო 12 წლის ასაკში, როდესაც პირველი ნაბიჯები გადადგა სკოლის საკალათბურთო წრის გუნდში. მისი ინტერესი სპორტის ამ სახეობაის მიმართ კი გაჩნდა, მაშინ როდესაც ტელევიზიით გადმოსცემდნენ ე.წ. “ALL STAR“-ის თამაშს. 12 წლის საბას თვალით დანახული კალათბურთი კი ძალიან ლამაზი და სანახაობრივი აღმოჩნდა. ყველაზე მეტად კი მოხიბლული დარჩა დუეინ ვეიდის თამაშით და სწორედ ვეიდი გახდა მისი ინსპირაციისა და მოტივაციის წყარო, კარიერის საწყის ეტაპზე.

ლობჯანიძე ძალიან კარგი სპორტსმენი, მაქსიმალისტი, მშრომელი და ჭკვიანი კალათბურთელია. მას აქვს მოედნის საკმაოდ კარგი ხედვა, გამოირჩევა შედეგიანი გადაცემებით და არის საკმაოდ პროდუქტიული მოთამაშე. საბამ ძალიან ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე, მოუმატა აბსოლუტურად ყველა კომპონენტში. კალათბურთელი გამოირჩევა როგორც საშუალო, ისე სამ ქულიანის სროლის მაღალი პროცენტით.

ავტორი: ქეთა ოზიაშვილი

კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში, ერთადერთმა კანდიდატმა- ვიქტორ სანიკიძემ გაიმარჯვა 😊
11/12/2021

კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში, ერთადერთმა კანდიდატმა- ვიქტორ სანიკიძემ გაიმარჯვა 😊

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე - გახდა ჩვენი შერმადინი ❤️❤️ გილოცავთ 🎉🎉😋
14/05/2021

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე - გახდა ჩვენი შერმადინი ❤️❤️ გილოცავთ 🎉🎉😋

ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა🏀🇬🇪
13/02/2021

ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა🏀🇬🇪

91-84 დავამარცხეთ შვეიცარია ❤️❤️🎉🎉🎉 გილოცაავთ მეგობრებო 4/4 მოგება 😇🤩🙈❤️🎉 ჯგუფის ლიდერი საქართველოს ეროვნული ნაკრები 🥰😍😍...
30/11/2020

91-84 დავამარცხეთ შვეიცარია ❤️❤️🎉🎉🎉 გილოცაავთ მეგობრებო 4/4 მოგება 😇🤩🙈❤️🎉 ჯგუფის ლიდერი საქართველოს ეროვნული ნაკრები 🥰😍😍😍

როგორ შეაფასებთ ალექსანდრე ფევაძეს? ❤️🤩
29/11/2020

როგორ შეაფასებთ ალექსანდრე ფევაძეს? ❤️🤩

ჩვენი შერმადინი ❤️❤️ გუშინდელი დღის გმირი 🙌🏻❤️🎉
29/11/2020

ჩვენი შერმადინი ❤️❤️ გუშინდელი დღის გმირი 🙌🏻❤️🎉

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა ფინეთის ეროვნული ნაკრები 85 - 91 ანგარიშის სხვაობით! გილოცავთ მეგობრებო, კარგი ...
28/11/2020

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა ფინეთის ეროვნული ნაკრები 85 - 91 ანგარიშის სხვაობით! გილოცავთ მეგობრებო, კარგი თამაში იყო, დებიუტანტებმა არაჩვეულებრივად ითამაშეს! შერმადინი იყო მატჩის საუკეთესო კალათბურთელი! კიდევ ერთხელ ვულოცავ ღირსეულ გამარჯვებას მთელს საქართველოს 😇❤️🤩

შეგახსენებთ, რომ შემდეგი ბრძოლა შვეიცარიასთა გველის 30 ნოემბერს 18:00 საათზე ❤️🤩🎉

  ჩვენი გუნდი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს. საქართველოს ე...
22/11/2020


ჩვენი გუნდი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო ფიბა-მ გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრედწოდებული “ბაბლის” პრინციპით ატარებს, რაც თითო ჯგუფის ყველა თამაშის ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი ერთ დარბაზში გამართვას გულისხმობს.
ვრცლად ➡️ www.gbf.ge

დუდას და ანუნას ვულოცავთ ❤️
09/11/2020

დუდას და ანუნას ვულოცავთ ❤️

რატი ანდრონიკაშვილი: მოედანს მეტი მოტივაციითა და შემართებით დავუბრუნდები 💪🇬🇪⛹‍♂“მყესები სრულიად უწყინარ სიტუაციაში გავიწ...
09/11/2020

რატი ანდრონიკაშვილი: მოედანს მეტი მოტივაციითა და შემართებით დავუბრუნდები 💪🇬🇪⛹‍♂

“მყესები სრულიად უწყინარ სიტუაციაში გავიწყვიტე. ვარჯიშზე, ორმხრივი თამაშისას ბურთი ჩავჭერი და მოედანზე რომ დავხტი, მუხლი გამექცა. ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჯვარედინი მყესები გამიწყდა”

"დარწმუნებული ვარ, ამ რთულ პერიოდს პრობლემების გარეშე გადავიტან და მოედანს მეტი მოტივაციითა და შემართებით დავუბრუნდები”

ვრცლად ➡ http://gbf.ge/news/rati-andronikashvili-moedans-meti-motivatsiitha-da-shemarthebith-davubrundebi

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კალათბურთის სიამაყეები/Kalatburtis siamayeebi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category