Tbilisi's Whisky Festival

Tbilisi's Whisky Festival The region’s largest alcoholic beverages festival. This page is intended for audiences aged 18+ only.
18+ | Please enjoy responsibly.
(1)

გუშინ, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში, გაიმართა Tbilisi's Whisky Festival 2026-ის შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მონაწი...
06/06/2026

გუშინ, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში, გაიმართა Tbilisi's Whisky Festival 2026-ის შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ ფესტივალის პარტნიორი და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში შევაჯამეთ ფესტივალის შედეგები, გავაანალიზეთ მიღწევები, მონაწილეთა და სტუმრების უკუკავშირი, ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს ფესტივალს.
განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მონაწილე კომპანიების შთაბეჭდილებების, შეფასებებისა და ახალი იდეების მოსმენა, რადგან სწორედ მათი ჩართულობა და მხარდაჭერა ქმნის იმ განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომელიც Tbilisi’s Whisky Festival-ს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალკოჰოლური სასმელების ფესტივალად აქცევს.
შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი იყო საერთაშორისო მეგობრებისგან მიღებული განსაკუთრებული მისალმებები და მადლობის გზავნილები. თურქეთიდან მივიღეთ ბურქაი ადალიგის ემოციური ვიდეომიმართვა, ხოლო ავსტრიიდან შულის, გუჯას და ორკესტრის მიერ შესრულებული თბილი მისალმება, რომელმაც დამსწრეების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
შეხვედრაზე უკვე დაიწყო მომავალი ფესტივალის დაგეგმვაც ახალი იდეებით, ახალი მიზნებითა და კიდევ უფრო მასშტაბური ხედვით.

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილე კომპანიას, პარტნიორსა და სტუმარს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ერთად ვქმნით ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, ვითარდება და ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც ინდუსტრიისთვის, ისე ფესტივალის სტუმრებისთვის. 🥃✨

🥃🎙️ „ბლენდკასტის“ ეპიზოდი Tbilisi's Whisky Festivalიდან!მეორე ნაწილი უკვე იუთუბზეა.  ეპიზოდი მთლიანად ეძღვნება "თბილისის...
27/05/2026

🥃🎙️ „ბლენდკასტის“ ეპიზოდი Tbilisi's Whisky Festivalიდან!
მეორე ნაწილი უკვე იუთუბზეა.
ეპიზოდი მთლიანად ეძღვნება "თბილისის ვისკის ფესტივალი 2026"-ის ორ დაუვიწყარ დღეს.
ეპიზოდში ნახავთ:
▪️ ფესტივალის გამორჩეულ მომენტებს
▪️ ინტერვიუებს უცხოელ სტუმრებთან და მონაწილეებთან
▪️ იმ ემოციებს, რაც „თბილისის ვისკის ფესტივალი 2026“-მა შექმნა

+18

ამ ეპიზოდში გთავაზობთ სპეციალური ეპიზოდის მეორე ნაწილს 🥃ამჯერად ფესტივალს უცხოელი სტუმრების, ბრენდამბასადორ.....

გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!დღეს ვზეიმობთ თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის ძლიერ მომავალს.გაუმარჯო...
27/05/2026

გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
დღეს ვზეიმობთ თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის ძლიერ მომავალს.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! 🇬🇪

🥃🎙️ „ბლენდკასტის“ ახალი ეპიზოდი!ამჯერად, ეპიზოდი მთლიანად ეძღვნება Tbilisi's Whisky Festival-ის  ორ დაუვიწყარ დღეს, რომე...
20/05/2026

🥃🎙️ „ბლენდკასტის“ ახალი ეპიზოდი!

ამჯერად, ეპიზოდი მთლიანად ეძღვნება Tbilisi's Whisky Festival-ის ორ დაუვიწყარ დღეს, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ვისკის, გასტრონომიისა და კულტურის მოყვარულები ერთ სივრცეში.

ეპიზოდში ნახავთ:
▪️ ფესტივალის გამორჩეულ მომენტებს
▪️ ინტერვიუებს სტუმრებთან და მონაწილეებთან
▪️ იმ ემოციებს, რაც „თბილისის ვისკის ფესტივალი 2026“-მა შექმნა

თუ ფესტივალზე იყავით, ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ დაგაბრუნებთ იმ ატმოსფეროში.
ხოლო თუ ვერ დაესწარით, ახლა საუკეთესო დროა, რომ მისი ემოცია თქვენც გაიზიაროთ 🥃✨

🎧უყურეთ ეპიზოდს სრულად იუთუბზე

+18

ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ „თბილისის ვისკის ფესტივალი 2026“-ზე ორ განსა...

🥃 ფესტივალი დასრულდა!უზომოდ ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ წლევანდელი ფესტივალი ასეთი წარმატებული და ემოციებით სავსე გა...
18/05/2026

🥃 ფესტივალი დასრულდა!

უზომოდ ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ წლევანდელი ფესტივალი ასეთი წარმატებული და ემოციებით სავსე გამოვიდა.
ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს შეხვდნენ ვისკის, ჯინის, ბრენდისა და სხვა განსაკუთრებული სასმელების მოყვარულები, პროფესიონალები და ადამიანები, რომლებიც უბრალოდ კარგი ატმოსფეროსთვის მოვიდნენ.

ყველაზე დიდი ბედნიერება კი თქვენი ემოციები იყო სტუმრები აღფრთოვანებას და კმაყოფილებას გულში ვერ იტევდნენ და მუდმივად გვიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს უდიდეს მადლობას გიხდით. ❤️

მადლობა ყველა სტუმარს, პარტნიორს, მონაწილე კომპანიას, ამბასადორსა და მეგობარს, ვინც ეს ფესტივალი კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა.
თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული გვაძლევს მოტივაციას, რომ ყოველ წელს უფრო მასშტაბური და ხარისხიანი ღონისძიება შევქმნათ.

შევხვდებით შემდეგ წელს კიდევ უფრო ძლიერი, მრავალფეროვანი და დაუვიწყარ ფესტივალზე! 🥃✨

16/05/2026

და აი, ეს დღეც დადგა 🍷
Tbilisi’s Whisky Festival 2026 ერთ დღეში იწყება!!
დღე, რომელსაც მთელი წელი ველოდით.
ეს არის სივრცე, სადაც ერთიანდება არამხოლოდ ვისკი, არამედ ჯინი, ბრენდი, კონიაკი, ღვინო , შოკოლადი, ჩირი , ნაყინი და უამრავი პრემიუმ არომატი. თითოეული სტენდი არის ახალი ისტორია, ახალი აღმოჩენა და ახალი გამოცდილება.
გელით ფესტივალზე ✨
მოდით, დააგემოვნეთ უნიკალური რელიზები, აღმოაჩინეთ თქვენთვის სასურველი გემოები და შეიძინეთ განსაკუთრებულ ფასად.
შეიგრძენით ფესტივალის ატმოსფერო ენერგია, გემო და ემოცია ერთ სივრცეში.
აქ გემოების სამყარო თქვენ გელოდებათ 🍷
ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: https://tkt.ge/show/31350/tbilisis-viskis-festivali-2026

14/05/2026

🥃✨ სულ რამდენიმე საათი გვაშორებს იმ განსაკუთრებულ მომენტამდე, როდესაც Tbilisi's Whisky Festival 2026 პრემიუმ გემოების, ელეგანტური ატმოსფეროსა და დაუვიწყარი ემოციების სამყაროდ გადაიქცევა.
მოემზადეთ ორი გამორჩეული დღისთვის, სადაც დახვეწილი სტილი, იშვიათი რელიზები და მაღალი კლასის გამოცდილება ერთ სივრცეში გაერთიანდება.
ფესტივალზე დაგხვდებათ:
🥃 განსაკუთრებული და იშვიათი ვისკის რელიზები
🍸 პრემიუმ ჯინები და საავტორო კოქტეილები
🥂 გამორჩეული ბრენდი, კონიაკი და ჭაჭა!
🍷 უნიკალური ქართული და საერთაშორისო ღვინოები!
🎶 ცოცხალი მუსიკა,
• მასტერკლასები საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლებთან
და დაუვიწყარი ატმოსფერო
ეს იქნება ორი დღე, სავსე ახალი აღმოჩენებით, შთაგონებითა და ემოციებით, სადაც თითოეული დეტალი შექმნილია იმისთვის, რომ თავი განსაკუთრებულად იგრძნოთ.

+18

ძალიან კარგი ივენთკალენდარი🥃🤩👏
14/05/2026

ძალიან კარგი ივენთკალენდარი
🥃🤩👏

Tbilisi's Whisky Festivalზე თქვენ იხილავთ კომპანიას Alcosphere • ალკოსფერო🥃🍷🥂კომპანია სასმელების სტენდების  გარდა წარდგე...
12/05/2026

Tbilisi's Whisky Festivalზე თქვენ იხილავთ
კომპანიას Alcosphere • ალკოსფერო🥃🍷🥂

კომპანია სასმელების სტენდების გარდა წარდგება საინტერესო მასტერ კლასებით:
1. Highland Park Whisky
2. Kinahan's Irish Whiskey

ბილეთები შეიძინეთ ონლაინ⬇️
https://tkt.ge/show/31350/tbilisis-viskis-festivali-2026
მასტერკლასების ბილეთები შეიძინეთ ონლაინ⬇️
https://tkt.ge/show/32377/masterclass-tbilisi-whisky-festival-2026

+18

10/05/2026

McSchuly-ის შეხვდებით 16-17 მაისს Tbilisi’s Whisky Festival 2026-ზე, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში.

გვეწვიეთ, დააგემოვნეთ განსაკუთრებული რელიზები, დატკბით ცოცხალი მუსიკით, მიიღეთ მონაწილეობა გათამაშებებში და მოიგეთ პრიზები.
გელოდებით ფესტივალზე!

ბილეთები შიძინეთ ონლაინ⬇️
https://tkt.ge/show/31350/tbilisis-wisky-festival-2026

+18

Address

Telavi Str. 20, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace
Tbilisi
0103

Website

http://www.whiskydays.ge/

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi's Whisky Festival posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Tbilisi's Whisky Festival:

Share

Category