Festivali "Qartuli Suli"

Festivali "Qartuli Suli" ქართული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალ

"სადაც უნდა შევიარო, ღვინოს დამაძალებენ, მწუხარება ვერ დავფარო: ღვინოს დააბრალებენ!"17 ნოემბერს ეპოქა დაიბადა.დღეს გალაკ...
17/11/2017

"სადაც უნდა შევიარო,
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო:
ღვინოს დააბრალებენ!"

17 ნოემბერს ეპოქა დაიბადა.

დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა!

"ჩვენში რომ გაჩნდნენ დადაისტები, ისინიც ვერ უარყოფენ ილია ჭავჭავაძის დიდ ფიგურას. ილია რომ გამოაკლდეს მეცხრამეტე საუკუნე...
08/11/2017

"ჩვენში რომ გაჩნდნენ დადაისტები, ისინიც ვერ უარყოფენ ილია ჭავჭავაძის დიდ ფიგურას. ილია რომ გამოაკლდეს მეცხრამეტე საუკუნეს, მაშინ იქნებოდა საქართველო სამუდამოდ დაბნელებული."
- წერდა ტიციან ტაბიძე ილია ჭავჭავაძეზე.

ზუსტად 180 წლის წინ ამ დღეს საქართველოს ილიამ საკუთარი თავი აჩუქა და იხსნა უკუნისაგან.

ზუსტად 180 წლის წინ ამ დღეს ილია ჭავჭავაძე დაიბდა

▪ „ქართული სული 2017’’-ის ფარგლებში ველისციხეში, ვასო გოძიაშვილის სახელობის თეატრში, ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტმა სრული ...
03/07/2017

▪ „ქართული სული 2017’’-ის ფარგლებში ველისციხეში, ვასო გოძიაშვილის სახელობის თეატრში, ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
▪ყოველწლიური ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორმა, KTW ჯგუფის დამფუძნებელმა, ბატონმა ზურაბ ჩხაიძემ ქართული კულტურისა და სპორტის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის წარჩინებული მოღვაწეები დააჯილდოვა.
▪ ღონისძიების ფარგლებში KTW-ს ღვინისა და საბრენდე სპირტის ხარხანაში ახალი ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
▪ ფესტივალს მსახიობები, ესტრადის წარმომადგენლები და სხვა მრავალი საპატიო სტუმარი დაესწრო.
#ანსამბლრუსთავისკონცერტი
#ქართულისულიდიდხელოვნებაში

🔊 30 ივნისს, ,,ქართული სული 2017’’-ის საზეიმო ღონისძიება ველისციხეში.  ▪ხელოვნების ფესტივალს  მრავალი საპატიო სტუმარი და...
29/06/2017

🔊 30 ივნისს, ,,ქართული სული 2017’’-ის საზეიმო ღონისძიება ველისციხეში.
▪ხელოვნების ფესტივალს მრავალი საპატიო სტუმარი დაესწრება- ლეგენდარული ანსამბლი ,,ქართული ხმები’’, მსახიობები, ესტრადის წარმომადგენლები.
▪დაჯილდოვდებიან წარჩინებული მოღვაწეები.
▪KTW-ს ღვინისა და საბრენდე სპირტის ხარხანაში ჩატარდება ახალი ღვინის დეგუსტაცია. 14:00 სთ
▪ახაშენში მოეწყობა KTW ჯგუფის სასტუმრო ,,Akhasheni vineyard resort’’-ის მშენებლობის დათვალიერება. 15:00 სთ
▪ვასო გოძიაშილის სახელობის თეატრში, საქართველოს სახელმწიფო ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,რუსთავის’’ კონცერტი გაიმართება. 16:00 სთ
▪ღონისძიების მასპინძელია ,,ველისციხის ვერანდა’’. მის ავთენტურ ეზოში მოეწყობა ზეიმი კახური პურ-ღვინით.

,,ქართული სული’’ მრავალფეროვან პროგრამასა და სიურპირზებს გპირდებათ!

#ქართულისული2017
#ქართულისულიდიდხელოვნებაში 🇬🇪

▪22 ივნისს, ფესტივალი ,,ქართული სულის’’ ფარგლებში ხელოვნების სასახლემ ე.წ. 90-იანელთა თაობის ცნობილი წარმომადგენლის, მხა...
23/06/2017

▪22 ივნისს, ფესტივალი ,,ქართული სულის’’ ფარგლებში ხელოვნების სასახლემ ე.წ. 90-იანელთა თაობის ცნობილი წარმომადგენლის, მხატვარი ოთარ მეგრელიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ხელოვანის შემოქმედების ყველა ძირითადი ეტაპი. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ბატონი მიხეილ გიორგაძე, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, ქალბატონი ია მაქაცარია და მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
▪ ყოველწლიური ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორმა, KTW ჯგუფის დამფუძნებელმა, ბატონმა ზურაბ ჩხაიძემ ოთარ მეგრელიძე ფერწერაში, წიგნის გრაფიკასა და კალიგრაფიაში ეროვნული თემატიკის ნათლად წარმოჩენისთვის ,,ქართული სულის’’ მედლითა და სიმბოლური გამოსახულებით დააჯილდოვა.
#ოთარმეგრელიძისგამოფენა
#ქართულისულიდიდხელოვნებაში

🔹 ფესტივალი ,,ქართული სულის’’ ფარგლებში 22 ივნისს, ხელოვნების სასახლე ე.წ. 90-იანელთა თაობის ცნობილი წარმომადგენლის, მხა...
21/06/2017

🔹 ფესტივალი ,,ქართული სულის’’ ფარგლებში 22 ივნისს, ხელოვნების სასახლე ე.წ. 90-იანელთა თაობის ცნობილი წარმომადგენლის, მხატვარი ოთარ მეგრელიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
🔹 ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის შემოქმედების ყველა ძირითადი ეტაპი 100-მდე ნამუშევრით, რომელიც სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: გრაფიკული ნამუშევრები, „ქართული პორტრეტების სერია“ და კალიგრაფია.
🔹 ოთარ მეგრელიძე ფერწერაში, წიგნის გრაფიკასა და კალიგრაფიაში ეროვნული თემატიკის ნათლად წარმოჩენისთვის ,,ქართული სულის’’ მედლითა და სიმბოლური გამოსახულებით დაჯილდოვდება .

#ოთარმეგრელიძისგამოფენა🎨
#ქართულისულიდიდხელოვნებაში

🎉14 ივნისს,  ხელოვნების ფესტივალი ,,ქართული სული ’’ პრაღაში  გაიხსნა. 🎤🎼საზეიმო კონცერტში ლეგენდარულმა ანსამბლმა „ქართულ...
15/06/2017

🎉14 ივნისს, ხელოვნების ფესტივალი ,,ქართული სული ’’ პრაღაში გაიხსნა.

🎤🎼საზეიმო კონცერტში ლეგენდარულმა ანსამბლმა „ქართული ხმები’’ და ოზურგეთის ფოლკლორულმა ანსამბლმა „შვიდკაცა’’ მიიღეს მონაწილეობა.

🍇🍷ღონისძიების ფარგლებში, 2016 წლის საუკეთესო საწარმოდ აღიარებული „KTW ჯგუფის’’ ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებისგან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა ქართულმა ღვინომ, განსაკუთრებით KTW-ს პრემიუმ კოლექციის ,,სამეფო მუკუზანმა’’, ,,გურამიშვილის მარანის’’ ცქიალა და ევროპული ხაზის ღვინოებმა: ,,ჩინური’’, ,,საგურამო’’, ,,ჩხავერი’’, ,,Grand Cuve’’...

🌍ქართული ხელოვნების ფესტივალს პრაღაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

#ქართულისული2017პრაღაში 🇬🇪 🇨🇿

▪ფესტივალ “ქართულისულის” წლის პროგრამა 14 ივნისს, პრაღაში გაიხსნება.კონცერტში მონაწილეობენ: ანსამბლი “ქართული ხმები” ...
13/06/2017

▪ფესტივალ “ქართულისულის” წლის პროგრამა 14 ივნისს, პრაღაში გაიხსნება.
კონცერტში მონაწილეობენ: ანსამბლი “ქართული ხმები” და ოზურგეთის ფოლკლორული ანსამბლი “შვიდკაცა”.
▪2016 წლის საუკეთესო საწარმოდ აღიარებული კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობა” ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციასა და კომპანია KTW Europe- ის პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიების მასპინძელია სასტუმრო “გეო” პრაღაში.
პარტნიორი “აირზენა”.

▪COOL WINE. U STUDANKY 212/21
170 000, PRAHA
18:00
FESTIVAL “GEORGIAN SPIRIT” 2017 PROGRAMME:
Prague, June 14
Concert with the performances of ensemble “Georgian Voices” and Ozurgeti folklore ensemble “Shvidkatsa”
▪“Kathetian Traditional Winemaking,” recipient of the 2016 Best Producer award will hold wine-tasting events and present “KTW Europe.”
Partner of the event is hotel “Geo” in Prague and “Airzena Georgian Airways”.

08/06/2017

Kakhetian Traditional Winemaking's European Branch

,,ქართული სული 2017’’ 13-16 ივნისს პრაღაში საზეიმოდ გაიხსნება! ყოველწლიური ხელოვნების ფესტივალი ამჯერად უკვე საქართველოს...
03/06/2017

,,ქართული სული 2017’’ 13-16 ივნისს პრაღაში საზეიმოდ გაიხსნება! ყოველწლიური ხელოვნების ფესტივალი ამჯერად უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიმართება. ღონისძიებაში ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები’’ და ოზურგეთის ფოლკლორული ანსამბლი „შვიდკაცა’’ მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის ორგანიზატორები „ქართული სული 2017’’-ის ლაურიატებს დააჯილდოვებენ. მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა 2016 წლის საუკეთესო საწარმოდ აღიარებული „KTW ჯგუფის’’ ღვინის დეგუსტაცია. 🇬🇪🇨🇿🇬🇪🇨🇿
#ქართულისული2017პრაღაში🇬🇪🇨🇿

21/06/2016

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება "ქართული სული 2016"-ის შესახებ

ფესტივალი "ქართული სული 2016", 10 მაისს ქუთაისში გაიხსნა, თბილისსა და მცხეთაში გამართული ღონისძიებების შემდეგ, - 16 ივნი...
18/06/2016

ფესტივალი "ქართული სული 2016", 10 მაისს ქუთაისში გაიხსნა, თბილისსა და მცხეთაში გამართული ღონისძიებების შემდეგ, - 16 ივნისს ველისციხეში დასრულდა.
ფესტივალის პროგრამის გათვალისწინებით, მონაწილეები საპატიო სტუმრებთან ერთად, KTW ჯგუფის ღვინის ქარხანას ესტუმრნენ, დააგემოვნეს ახალი ღვინო და მოინახულეს საკონიაკე სპირტის გამოსახდელი ქარხნის მშენებლობის პროცესი.
კონცერტი ველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის თეატრში გაიმართა.
მონაწილეობას იღებდნენ - "ქუჩის მუსიკოსები", "ქართული ხმები", გურჯაანისა და ველისციხის ანსამბლები.
KTW ჯგუფმა „ქართული სულის“ ოქროს მედლითა და სიმბოლური გამოსახულებით დააჯილდოვა:
- ველისციხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღარი -დეკანოზი იოანე მიტიჩაშვილი;
- საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი;
- ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, მსახიობი -ომარ კაკაბაძე;
- მუსიკოსი და სცენარისტიდა ჯემალ ბაღაშვილი.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Festivali "Qartuli Suli" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share