21/12/2025
🟣 🔜 23 დეკემბერს, 20:00 საათზე, ფესტივალის 2025 წლის პროგრამის ფარგლებში, კლუბ KHIDI-ის სივრცეში წარმოგიდგენთ ცეკვის ფილის ჩვენებას და თანამედროვე ცეკვის წარმოდგენას.
ℹ️ 🎫 ბილეთები: https://biletebi.ge/concerts/What-quivers
🟣 ცეკვის ფილმი, ავტორი: ხოსილიტა
ცეკვის ფილმი წარმოადგენს სოლო ქორეოგრაფიულ პერფორმანსს, რომელიც დაფუძნებულია ქართულ ხალხურ ზღაპარზე და მითოლოგიაზე. ქართული ხალხური ცეკვისა და თანამედროვე ცეკვის ელემენტების სინთეზით, ფილმი მოგვითხრობს ირმებზე ნადირობის წმინდა, მისტიკურ ისტორიას, რომელიც შინაგანი სამყაროს ძიების მეტაფორაა და ასახავს ინდივიდის განვითარების გზას, რაც შეგვახსენებს ბრძოლას ლუციფერიანულ და არიმანულ ძალებს შორის.
🟣 "რა მოთრთის?", "სერაკის” ქორეოგრაფიული სპექტაკლი
სპექტაკლი ქორეოგრაფიისა და ტექსტის ენით გვამოგზაურებს საკუთარ თავში, ერთმანეთში, იმ სოციალურ კლიმატში, რომელშიც ვიზრდებით და ვხდებით ის, ვინც ვართ. “რა მოთრთის” არის ის, რასაც მაყურებელი საკუთარი პრიზმიდან დაინახავს, შეიგრძნობს და თავად გადაწყვეტს თუ რა შინაარსის მატარებელია ის.