ახალციხე, ციხე- რაბათი, 28-30 ივნისი 2019.
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი 28-30 ივნისსს ქ. ახალციხეში, ციხის ტერიტორიაზე მართავს ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალს. ფესტივალი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და USAID Zrda Activity in Georgia -ს დაფინანსებით. ასევე, ახალციხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და აჭარის ა/რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაციას, სახელოსნოების მუშაობის პროცესის სანახაობრივი და შემეცნებითი აქტივობების მოწყობით, მათი ტურისტული ატრაქციის წარმოჩენას და ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.
სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული რეწვის სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობები - ღია მასტერკლასები ( კერამიკის ამოყვანა და მოხატვა, მეიარაღეობა, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, ფარდაგის ქსოვა, თელვა, მუსიკალური საკრავების დამზადება და სხვა ).
სხვადასხვა დარგის ოსტატების სადემონსტრაციო ჩვენებები ერთ სივრცეში საშუალებას მისცემს თითოეულ ოსტატს წარმოაჩინოს თავისი ხელობის უნიკალურობა და სახელოსნოების მომსახურეობა.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი და მოწვეული ოსტატები, ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან - თურქეთი, ლატვია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, , უზბეკეთი და სხვა. ოსტატების სახელოსნოებთან მოეწყობა მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის.
ფესტივალის აქტივობები:
*ღია სახელოსნოები - მასტერკლასები. ღია მასტერ-კლასებს ჩაატარებენ ტრადიციული რეწვის მოწვეული ოსტატები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან, ყაზახეთიდან , უზბეკეთიდან და სხვ.
* ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ნაკეთობების (ნიმუშების) გამოფენა-გაყიდვა.
* საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის;
* ტრეინინგი რეწვის ოსტატებისათვის
* ინფო-ტური ტურისტული სააგენტოებისათვის. თითოეული სახელოსნოს წარდგენაპრეზენტაცია. ინფორმაცია რეგიონებში არსებული რეწვის სახელოსნოების მუშაობის, პროდუქციისა და შეთავაზებების შესახებ. საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა. *რეწვის ოსტატებისა და თანამედროვე არტისტების კოლაბორაცია ინსტალაციები;
*„სამეგრელოს რეგიონის ტრადიციული რეწვის სახელოსნოების“ გზამკვლევის პრეზენტაცია
*საჯარო ლექციები
ფესტივალს ახორციელებენ:
*ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი
*საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია
* სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის მართვის ორგანიზაცია
დეტალური ინფორმაცია ფესტივალის შესახებ და მონაწილეობის სარეგისტარციო ფორმა გთხოვთ იხილოთ შემდეგ გვერდზე www.akhaltsikhefestival.ge
28-30 June 2019, Akhaltsikhe Fortress
The Festival is financed by Ministry of Education, Science, Culture and Sports of Georgia and USAID Zrda Activity in Georgia
The International Festival of Traditional Crafts Workshops is an annual festival launched in 2018 held in Akhaltsikhe Fortress, which brings together the craft makers from all over Georgia and abroad to show the diversity of crafts fields and to promote master craftsman and their skills.
Samtskhe-Javakheti and in particular Akhaltsikhe, was one of the most significant centers of handicraft in Georgia, distinguished by the abundance of crafts workshops. The idea of the festival on one hand draws upon the existing rich resources in Georgia and generally in Caucasus and on the other hand, on the increasing tourist interest towards the traditional craftsmanship and interactive artisanal workshops. The increasing economic potencial of craft masterclasses can be seen on the examples of several succesful traditional craft workshops in different regions of Georgia.
In addition, Akhaltsikhe Fortress, the medieval ensemble extensively rebuilt in 2011-2012 with its vast territory and number of stone buildings, ponds and colonnaded pavilions is a perfect location for the festival. By bringing together local and invited artisan in the medieval setting, the festival aims to transform Akhaltiskhe Fortress into a vibrant and fascinating destination, where the visitors will have the opportunities to observe and participate in making process, get acquainted with the works of the finest artisans in the region and the variety of crafts techniques.
Festival Activities will include:
· Open-Workshops - master-classes of different craft fields (ceramics, woodcarving, natural dies, carpet/rug weaving, felt making, jewelry, musical instrument making, etc.) by Georgian and invited craft makers from Armenia, Azerbaijan, Romania, Kazakhstan and Uzbekistan etc.
. Crafts Fair
· Educational programs for Kids
· Exhibition from the Museum collections
· Collaborative Installations by Artisans and Contemporary Artists
· Public lectures on Traditional Crafts
· Night shows and concerts
Special Info-Tour for Tourism agencies will be organized to boost the potential of artisanal workshops as a destination.
The Festival is implemented by:
· Georgian State Museum of Folk and Applied Arts
· Georgian Heritage Crafts Association
· Samtskhe-Javakheti Destination Management Organization
The festival is supported by:
· The Ministry of Education, Science, Culture and Sports of Georgia
· USAID Zrda Activity in Georgia
· GIZ/IBIS Project in Georgia
· The Akhaltsikhe Municipality
· The Adjara Ministry of Education, Culture and Sports
· The Zugdidi Municipality
· The Dusheti Municipality