Tbilisi Ethno Fest

Tbilisi Ethno Fest This year Tbilisi International Summit of Crafts and Design is held for the 4th time.

Tbilisi International Summit of Crafts and Design ETHNOFEST 2022 is one of the largest platforms for crafts makers, designers, entrepreneurs, retailers, experts, commercial agents, buyers and general public in the South Caucasus region. ეთნოფესტი - მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე

მასშტაბურ და მნიშვნელოვან პლატფორმას. ფესტივალი აერთიანებს ექსპოს, გამოფენებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებსა და ბიზნეს შეხვედრებს.

სამი დღის მანძილზე ღონისძიება ერთ სივრცეში თავს უყრის ადგილობრივ და უცხოელ შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს, კერძოდ, მეწარმეებს, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დიზაინერებს, ხალხური რეწვისა და ხელნაკეთი პროდუქციის ოსტატებს, კომერციულ აგენტებს, დარგის ექსპერტებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და ფართო საზოგადოებას.

ეთნოფესტის მიზანია მხატვრული რეწვის და დიზაინის, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროს, განვითარების ხელშეწყობა; დარგის როლის გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონტექსტში, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიაში; ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ტრადიციული/მხატვრული რეწვის ნაწარმის ცნობადობის გაზრდა და პროდუქციის მარკეტინგის ხელშეწყობა.

ეთნოფესტი დაარსდა 2016 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში და მას შემდეგ ოპერირებს ბიენალეს პრინციპით. წელს ფესტივალი უკვე მეოთხედ ტარდება.

მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის მე-4 საერთაშორისო სამიტი ეთნოფესტი 2022 გაიმართება 14,15,16 ოქტომბერს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში (პავილიონები 4,5,6).

საკონტაქტო ინფორმაცია:
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
ნიკო ნიკოლაძის ქ. 7, 0108, თბილისი
(+995 32) 293 13 35; 591 130 434
[email protected]
www.tbilisiethnofest.ge



Tbilisi International Summit of Crafts and Design ETHNOFEST 2022 offers a unique opportunity to local and international craft makers/designers/artists/entrepreneurs to present their handmade products, get feedback from local and international buyers and commercial agents, establish business contacts, find new customers and get access to local and international markets. TBILISI ETHNOFEST was established in 2016 by Georgian Arts & Culture Center (GACC) as a part of EU funded project and since then has been operating on the principle of the Biennale. The summit aims to:

• Build up the business platform for craft and design products
• Attract new local and international producers and crafts makers
• Attract local and international commercial agents, buyers, retailers and wholesalers
• Build up the brand image of crafts of participant countries both locally and internationally
• Turn Tbilisi into a meeting point of international crafts community
• Raise the role of crafts in the tourist industry
• Create the new cultural and touristic attraction for locals and foreign visitors
• Support Georgian and South Caucasus craft makers’ further integration into the world craft community

ETHNOFEST 2022 will be held on October 14,15,16, 2022, at Expo Georgia (Pavilions: 4,5,6) Tsereteli Ave. 118, Tbilisi. Contact Information:
Georgian Arts and Culture Center (GACC)
7, Niko Nikoladze Str. 0108 - Tbilisi, Georgia
(+995 32) 293 1335; 591130 434
[email protected]
www.tbilisiethnofest.ge

Address

7 Niko Nikoladze Str
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi Ethno Fest posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Tbilisi Ethno Fest:

Share

Category

ETHNOFEST - 2020

ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის III საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი - 2020“

შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის III საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი - 2020“ არის დარგის მწარმოებლების, ბიზნესის წარმომადგენლების, პროფესიონალებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების მესამე საერთაშორისო შეკრება სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

სამიტი გაიმართება ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით თბილისში, 2020 წლის 2, 3, 4 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“. სამიტის ფარგლებში ჩატარდება ტრადიციული რეწვის და დიზაინის საერთაშორისო გამოფენა, საჯარო ლექციები და პრეზენტაციები, საერთაშორისო ექსპერტების ტრენინგები და კონსულტაციები პროდუქციის განვითარების, საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესახებ, ბიზნეს შეხვედრები, კონკურსი„საუკეთესო სტენდი.“