08/09/2025
🌟თბილისის საბავშვო ფესტივალი მოგმართავთ თქვენ, ბავშვებს, მშობლებს, მონაწილეებს და ფესტივალის მეგობრებს :
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს ფესტივალი არ ჩატარდება, მიზეზი კი ბევრი და კომპლექსურია, მაგრამ,
პირველი და მთავარი ქვეყანაში მიმდინარე გარდამტეხი პროცესია, რომელიც თავისებურ დასკვნით ფაზაში შედის.
ჩვენი ფესტივალი მრავალი წელია ნერგავს სტანდარტებს, რომელიც ემსახურება მომავალი თაობისთვის გარემოს განვითარებას, შესაძლებლობების გაზრდას, საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
ჩვენ მრავალი წელია სივრცეს ვუთმობთ სხვადასხვა მიმართულების მცირე მეწარმეებს, სასწავლო დაწესებულებებს, სოციალურ საწარმოებს, გამომცემლებს.
წლების მანძილზე არაერთი განსაცდელი გადაგვილახავს, მათ შორის პანდემიის წლები, თუმცა მაშინაც კი ვახერხებდით მოგვეძებნა ფორმა და დაგვემყარებინა კავშირი ჩვენს სტუმრებსა და მონაწილეებს შორის.
დაარსებიდან ფესტივალს მხარში ედგნენ პარტნიორები, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ბევრი მათგანი დღეს ვერ ახერხებს ფუნქციონირებას.
სამწუხაროდ, მოცემული ვითარება არ გვაძლევს საშუალებას სრულყოფილად შევკრათ პროექტი, რომელიც თავისი არსით განვითარებას და უკეთეს მომავალს ზეიმობს,საქართველოს მომავალი კი ევროპაშია! 🇪🇺🇬🇪
გემშვიდობებით მომავალ წლამდე.