Georgian Figure Skating Federation

Georgian Figure Skating Federation Georgian Figure Skating Federation
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

21/04/2026
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია   დაბადების  დღეს    ულოცავს  ფედერაციის  სანიმუშო ლიდერს, გონიერ მმართველსა დ...
17/04/2026

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის სანიმუშო ლიდერს, გონიერ მმართველსა და ჩვენ საიმედო პრეზიდენტს ქალბატონ მარიამ გიორგობიანს.
ოჯახურ კეთილდღეობას, მხნეობას,გამძლეობას, მოთმინებას, საყვარელი საქმის კიდევ მრავალი წლით, მისთვის ჩვეული მზრუნველობითა და მონდომებით, ღირსეულად გაძღოლას ვუსურვებთ.
გვჯერა,ქალბატონი მარიამი ჩვენი ქვეყნის სასახელოდ კიდევ არაერთ საამაყო ფურცელს შექმნის ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, მუდმივად იზრუნებს, ახალგაზრდა და ნიჭიერი მომავალი თაობების მხარდაჭერაზე,მათ წარმოჩენასა და მოტივაციაზე.
ოლიმპიური წელი ნამდვილად რომ დასტური იყო ქალბატონი მარიამის მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისა მის ერთიან გუნდათ ერთად .
გილოცავთ!

ჩეხეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდა მედლების მეორე კომპლექტი ქალთა დისციპლინაში. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მ...
28/03/2026

ჩეხეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდა მედლების მეორე კომპლექტი ქალთა დისციპლინაში. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა იაპონელმა მოციგურავე კაორი საკამოტომ. ჩვენი ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ 33 სპორტსმენს შორის მე -10 ადგილი დაიკავა და მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ორი საგზური მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

28/03/2026
28/03/2026

გილოცავთ🇬🇪ისტორია დაწერილიააააა!!!🥈
⛸️ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტული წყვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონიააა! 🥈
ქართულმა წყვილმა 218.41 მოპოვებული ქულით ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი მედალი მოუტანა! Georgian Figure Skating Federation

28/03/2026
დღეს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა ს...
26/03/2026

დღეს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა სპორტულ წყვილებში 🇬🇪

განსაკუთრებული სიამაყით გვინდა გავაზიაროთ, რომ 17 ქვეყნის 21 ძლიერ სპორტულ წყვილს შორის, საქართველოს წარმომადგენლებმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს და 🥈 ვერცხლის მედალი მოიპოვეს!

ეს არის ისტორიული მიღწევა — პირველად ქართული ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ჩვენმა ქვეყანამ მედალი მოიპოვა.

ეს გამარჯვება დიდი შრომის, თავდადებისა და რწმენის შედეგია.

ვულოცავთ ჩვენს შესანიშნავ წყვილს ამ უდიდეს წარმატებას და მადლობას ვუხდით მათ იმ ემოციებისთვის, რაც მთელ საქართველოს აჩუქეს მთელი სპორტული სეზონის მანძილზე.

წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება!

🇬🇪 ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა  წყვილმა პრაღაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, მოკლე პროგრამაში 79...
25/03/2026

🇬🇪 ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა პრაღაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, მოკლე პროგრამაში 79.45 ქულა მიიღო და მე-2 ადგილი დაიკავა,რისთვისაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში,პირველად, მცირე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.
ჯერჯერობით ლიდერობს გერმანელი წყვილი , რომელიც 0,34 ქულით უსწრებს ჩვენი ნაკრების წევრებს.
თავისუფალი პროგრამა გაიმართება ხვალ,27 მარტს, რომლის პირდაპირი ტელეტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაიწყება 21:15 საათზე.

Address

Abashidze Street 10
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Figure Skating Federation posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Georgian Figure Skating Federation:

Share