Movement, Physical & Dance Theater International Festival

Movement, Physical & Dance Theater International Festival Movement, Physical and Dance Theater International Festival

მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

მოძრაობის თეატრის და ITI- ს ერთობლივი პროექტი

04/03/2026

SAVE THE DATES 14-17 June, 2026
6th edition of the Festival

ჩვენმა ფესტივალმა კვლავ მიიღო ევროპის ფესტივალების ასოციაციის საუკეთესო ფესტივალების ხარისხის ნიშანი 2026-2027 წლებისთვი...
06/02/2026

ჩვენმა ფესტივალმა კვლავ მიიღო ევროპის ფესტივალების ასოციაციის საუკეთესო ფესტივალების ხარისხის ნიშანი 2026-2027 წლებისთვის, უკვე მესამედ

03/09/2025

The European Festivals Fund for Emerging Artists (EFFEA) is back with its fourth call, running from 1 September to 3 November 2025. The fund will support around 50 residencies in 2026, giving at least 50 emerging artists the chance to work closely with 150 festivals across Europe and beyond.

An initiative of the European Festivals Association (EFA), EFFEA empowers festivals to collaborate across borders and join forces in supporting artists at the stage of expanding their international careers.


What is an EFFEA Residency?

An EFFEA Residency is an artist-in-residence programme designed to give emerging artists time, space, and support to develop new ideas or advance existing projects. Each residency is carried out by a partnership of at least three festivals from different countries: one leading festival and two partners.

Emerging artists are not defined by age but rather by their novelty to programmers and audiences and their potential for international breakthrough. Artists can be individuals or groups working across various artistic disciplines.


Two Residency Categories

1. EFFEA Discovery: Festivals support artists at the early stages of their careers with a strong potential to break through internationally. Approximately 40 grants of €8,000 will be awarded.

2. EFFEA Springboard: Festivals support artists established in their own countries and ready to expand internationally. Approximately 10 grants of €15,000 will be awarded.


APPLY NOW

EFFEA Sessions

During the open call, the European Festivals Association team is hosting a series of EFFEA Sessions: info, Q&A, and networking moments designed to help you find clarity on the application process, answer your questions and meet other festivals who might become your partners. Always on Tuesdays, always at 11.00 CEST.

Save the dates:
9 September 2025 - Register here
30 September 2025 - Register here
7 October 2025 - Register here
21 October 2025 - Register here

Don’t miss these opportunities to get inspired, get informed, and get connected.


For more information

EFFEA website
EFFEA Facebok Page
EFFEA Facebook Community
Send us an email: [email protected]



EFFEA is an initiative of the European Festivals Association, co-funded by the European Union, implemented in partnership with the EFFEA Platform Members: Croatian Composers Society (Croatia), Culture Matters (Czechia), PLMF Arts Management (Estonia), France Festivals (France), Festival Friends (Germany), Stichting Caucasus Foundation (Georgia), Summa Artium Kultúra Támogató Nonprofit Kft. (Hungary), Association of Irish Festival Events (Ireland), ItaliaFestival (Italy), ARC Research and Consultancy Ltd. (Malta), Asociația Centrul Cultural Clujean (Romania), ArtLink (Serbia), Sweden Festivals (Sweden), Development Centre "Democracy through Culture" (Ukraine). Associated Partners: Culture Action Europe, European Music Council, Pearle* Live Performance Europe, Circostrada, IETM, On the Move, European Dance Development Network, Művészetek Völgye Nonprofit Kft.

ფესტივალის ოფიციალური დახურვა მოძრაობის თეატრში გაიმართა, სადაც ფესტივალის დირექტორმა და დამაარსებელმა, ლევან ხეთაგურმა ...
19/06/2025

ფესტივალის ოფიციალური დახურვა მოძრაობის თეატრში გაიმართა, სადაც ფესტივალის დირექტორმა და დამაარსებელმა, ლევან ხეთაგურმა ყველა თეატრალურ ჯგუფსა თუ სოლისტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა. აქვე საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის შემადგენობაშიც შედიოდნენ ჩიკა ოჯი (იაპონია), ჟანგ სინრუ (ჩინეთი) და აპეკშა ნირანჯანი (ინდოეთი), სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები კახა ბაკურაძის მიერ დამზადებული მოცეკვავის ფიგურებით დააჯილდოვა.

გამარჯვებეულები შემდეგ ნომინაციებში დასახელდნენ:

საუკეთესო დუეტი - მიხეილ ზაქაიძე და ჯონათან რასელი (პერფორმასი „ყალბი მე“).

საუკეთესო ქორეოგრაფია - პოლონელი ქორეოგრაფი სებასტიან ვიერტელაკი („მერკური“).
საუკეთესო მოცეკვავე - მიხეილ ზაქაიძე („ყალბი მე“ და „ფასუტი“).

საუკეთესო სპექტაკლი - „ფაუსტი“ (მოძრაობის თეატრი, რეჟისორი კახა ბაკურაძე).

- დავით ბუხრიკიძე

მოძრაობის თეატრში გაიმართა საფესტივალო პროგრამის ბოლო წარმოდგენა „იქამდე, სანამ ენა არ იტყვის“, რომელიც ექსპერიმენტული ც...
19/06/2025

მოძრაობის თეატრში გაიმართა საფესტივალო პროგრამის ბოლო წარმოდგენა „იქამდე, სანამ ენა არ იტყვის“, რომელიც ექსპერიმენტული ცეკვის პერფორმანსის ჯგუფმა წარმოადგინა: მოცეკვავე, სოლიტი და ქორეოგრაფი - ნატალია კუკულაძე, მუსიკა - ალექსანდრე მიშველაძე, რეჟისორი და დრამატურგი - მაკა კილაძე. ახალგაზრდა ქალის განცდების, სურვილების და თვითრეალიზაციის საზღვრების აღწერა-ანალიზი, ამ 40 წუთიანი პერფორმანსის ცხადი და მძაფრი გზავნილია.

ქალი, რომელიც საოჯახო რუტინისგან გათავისუფლებას და საკუთარი თავის, საკუთარი „მეს“ ძიებას იწყებს, არახალია თანამედროვე ქორეოგრაფიაში. ჯერ კიდევ პინა ბაუშიდან, ანა-ტერეზა დე კეერსმაკერიდან თუ მატილდა მონიედან მოყოლებული, ქალი-ქორეოგრაფები დღესაც ცდილობენ გენდერული სტერეოტიპებისგან გათავისუფლებული ქალების ჩვენებას და შესაბამისად, ამ თემის უფრო გასაგებად, მძაფრად წარმოჩენას.

ამდენად, ნატალია კუკულაძის სხეულის „ენაც და კარდიოგრამაც“ ამ ტრანფორმაციული ქორეოგრაფიის ხილული მაგალითია. უბრალოდ, ამის გაცხადება ქართული სოციო-კულტურული რეალობის გათვალისწინებით, ძალიან გვიან მოხდა. თუმცა ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...

დავით ბუხრიკიძე

ჰებეის პროვინციის ცეკვის ასოციაციამ (ჰებეის საინჟინრო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლა), წარმოადგინა თანამ...
19/06/2025

ჰებეის პროვინციის ცეკვის ასოციაციამ (ჰებეის საინჟინრო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლა), წარმოადგინა თანამედროვე ცეკვის თეატრითა და საკლუბო ცეკვის სინთეზით შთაგონებული პერფორმანსი კონცეფტუალური სახელწოდებით - „რთულია თვითგანსაზღვრა“. თავისუფლებისა და იდენტობის ძიება ერთავროვანი „კონვეიერული ცნობიერების“ გარემოში - სწორედ ესაა მთავარი მესიჯი, რითაც ენერგიული ახალგაზრდა მოცეკვავეები მაყურებლის ყურადღებას იპყრობენ.

ზუსტად ერთნაირი ცისფერი კოსტიუმები, რომელიც მოცეკვავე გოგონებსა და ბიჭებს პერფორმანსის პირველ ნაწილში აცვიათ, სწორედ ამ ერთგვროვანი სოციალურ გარემოს ხაზგასმაა. თუმცა ისინი ცდილობენ გათავისუფლდნენ ამ მოგონილი თუ ნამდვილი შეზღუდვებისგან. კოსტიუმების ცვლილება და ფერადოვნება ფინალში და სხეულის ქორეოგრაფიული ენის ტრანფორმაცია მიანიშნებს, რომ თავისუფლების აღმოჩენა, რთულად მაგრამ მაინც შესაძებელია.

დავით ბუხრიკიძე

განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მოცეკვავის, ქორეოგრაფისა და მუსიკოსის, მიხეილ ზაქაიძისა და ჯონათან რასელის ინტერნაც...
18/06/2025

განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მოცეკვავის, ქორეოგრაფისა და მუსიკოსის, მიხეილ ზაქაიძისა და ჯონათან რასელის ინტერნაციონალურმა, სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შექმნილმა ქორეოგრაფიულ-ვერბალურმა პროექტმა, სახელწოდებით Fake my self („ყალბი მე“). სცენის გარეთ მჟღერი ტექსტი ამ პერფორმანსში ერთგვარი კონტრაპუნტის ფუნციას ასრულებს (ტექსტის ავტორები - ჯონათან რასელი და ეთერი რასელი).

ელექტონული მუსიკა, რომელიც მიხეილ ზაქაიძემ შექმნა, ერთგვარადმ დამატებით იმპულსს იძლევა ამ ქორეოგრაფიულ დუეტსა თუ „დუელში“ გასარკვევად - რომელია ყალბი და რომელი რეალური; რომელია ლიდერი და შედარებით უფრო დომინანტური? ძნელი სათქმელია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სხეულების ასეთი ცოცხალი დინამიკა, ტემპო-რიტმის გრძნობა, გამეორებული თუ მრავალფეროვანი მოძრაობები, მთლიანობაში, ტექსტუალური კონცეფციის გარეშეც შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

დავით ბუხრიკიძე

18/06/2025

დასრულდა მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი

დღე მეოთხე

ფესტივალის ბოლო დღეს, მოძრაობის თეატრში გაიმართა იტალიელი მოცეკვავის და პერფორმერის, დავიდე ვალროსოს ვორქშოპი, რომელიც მოცეკვავეებისთვის მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებას ეძღვნებოდა. პირველ რიგში, ესაა სხეულის კომპოზიციისა და მდგომარეობის შეფასება, რომლის ცოდნაც აუცილებელია დაცემის, ასხლეტის, ან წონასწორობის შენარჩუნებისას.

ნებისმიერი ტემპით ან ტრაექტორიის მოძრაობისას, სხეული მოცეკვავეს გარკვეულ წინასწარ ინფორმაციას „უგზავნის“, როგორ იმოქმედოს, რა რეაქცია ჰქონდეს და ა.შ. ამავე დროს, აუცილებელია ეს ქმედება ვიზუალური სახეების შექმნასაც ემსახურებოდეს, რადგან სხეულის მიერ მოძრაობის დასწავლისა და კომპოზიციის შექმნა რეალურად ასე ვთქვათ, „ცნობიერ შტორმს“ ემყარება. დავიდე ვალროსოს ვორქშოპი სწორედ ამ „შტორმის“ დგომარეობის მიღწევას და სხეულის კონტროლის მექანიზმების შესწავლას ემსახურებოდა.
დავით ბუხრიკიძე

18/06/2025
Best Performance  2025– Faust, Georgia
18/06/2025

Best Performance 2025– Faust, Georgia

BEST Choreography 2025  - MERCURY, by  Sebastian Wietertelak, Poland
18/06/2025

BEST Choreography 2025 - MERCURY, by Sebastian Wietertelak, Poland

Address

Tbilisi
0179

Telephone

+995577766626

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Movement, Physical & Dance Theater International Festival posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Movement, Physical & Dance Theater International Festival:

Share

Category