„ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა საერთაშორისო ფესტივალი „ნანი“ შეიქმნა საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის ნანი ბრეგვაძის ინიციატივით საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელების აღმოჩენის, პოპულარიზაციისა და მათი მსოფლიო ასპარეზზე გაყვანის მიზნით.
ორგანიზაციის მიზნებია:
საქართველოს ა
ხალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა წარმოჩენა, აღმოჩენა, პოპულარიზაცია და მსოფლიო ასპარეზზე მათი გაყვანა;
1. საქართველოს მუსიკალური ხელოვნების საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის ანალიზი;
2. ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მხარდაჭერა და ხელშეწყობა, მათი პროფესიული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის მიზნით;
3. ახალგაზრდების ხელშეწყობა დაეუფლონ სამუსიკო საშემსრულებლო ხელოვნებას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
4. მსოფლიოს სამუსიკო ხელოვნების მოღვაწეებთან შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება, გამოცდილებათა გაზიარება ეროვნული მუსიკალური ხელოვნების გამდიდრებისა და განვითარების მიზნით;
დასახული მიზნების განსახორციელებლად ორგანიზაციის ფუნქციებია:
1. ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზება და ჩატარება; ფესტივალის ფარგლებში შემოქმედებით საღამოების, შეხვედრების და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური პროდიუსერების დაინტერესებას საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა პოტენციალით;
2. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სამუსიკო საშემსრულებლო ხელოვნების ტრადიციების, მიღწეული შედეგების და პერსონალიების რეპრეზენტაცია;
3. სამუსიკო ხელოვნების აქტუალურ საკითხებზე სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება;
4. ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა შემოქმედებითი მივლინება სამუსიკო ხელოვნების მიღწევათა გასაცნობად, მსოფლიოს წამყვანი მუსიკოს შემსრულებელთა გამოცდილების გასაცნობად;
5. საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე მუსიკოსებთან და მუსიკალურ პროდიუსერებთან, საერთაშორისო და პროფესიულ ორგანიზაციებთან, ამ საქმიანობით დაინტერესებულ ნებისმიერ, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა.
6. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების კოორდინაცია და განხორციელება საქართველოს სახელმწიფო, ადგილობრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით.
7. წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობა, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო (არაკმერციული) იურიდიული პირის სტატუსს.
8. საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, საქმიანობა.
9. ნებისმიერი სხვა სახის საქმინობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას.