ბლუზის, როგორც ამერიკული კულტურისა და მაღალი მუსიკალური გემოვნების ჟანრის პოპულარიზაციის პროექტი, ჩვენი გუნდის მიერ წარმატებით ხორციელდება 2017 წლიდან. ჩვენდა საამაყოდ პირველივე წელი აღმოჩნდა ერთობ წარმატებული, როგორც მუსიკალური თვალსაზრისით, ასევე ტურისტული. ასეთი ბლუზის ვარსკვლავები ერთად არ უნახავს ქართველ მსმენელს და ეს იყო ისტორიული მოვლენა არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.
პროექტი დაიგეგმა პროვინციაში, საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მანამდე მსგავსი არაფერი განხორციელებულა და ამან შემოიტანა თავისებური ხიბლი, ახალი მუსიკალური ცენტრის გაჩენის შესახებ. ლაგოდეხი იქცა ერთი მოწყენილი რეგიონისაგან საფესტივალო ქალაქად. ფესტივალი დაიგეგმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უშუალოდ მიმდებარე „ბლუზვილიჯში“ გაშენებულ დენდროპარკში. პროექტი თავიდანვე ითვალისწინებდა ბლუზფესტივალის ორგანიზებას და ლაგოდეხის როგორც არტ-ტურისტული ცენტრის შექმნას, რაც მოიზიდავდა ახალ ტურისტულ ნაკადებს. ყველა მომდევნო 2018 და 2019 წლები იყო განვითარების წლები. იზრდებოდა რეგიონში ტურისტული პოტენციალი, „ბლუზვილიჯის“ გარშემო აშენდა ახალი სასტუმროები, განვითარდა ტურისტული იმფასრტუქტურა. ფესტივალის რეპუტაცია ყოველწლიურად იზრდებოდა და ამერიკელი ბლუზის ვარსკვლავები სულ უფრო მეტი ენთუზიაზმით სტუმრობენ ჩვენს ფესტივალს. ფესტივალი ხდება უფრო პოპულარული ყოველ წელს, რაზეც მეტყველებს ყოველ შემდგომ კონცერტზე ვიზიტორთა მზარდი რაოდენობა. ტერიტორია შერჩეულია იმ პრინციპით, რომ დამყარდეს ბალანსი საქართველოში კულტურულ - მუსიკალური აქტივობების. ფესტივალის პროექტის განხორციელებამდე ყველა ასეთი აქტივობა ეწყობოდა თბილისში ან ბათუმში (დასავლეთ საქართველოში). პროექტი უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში დაიგეგმა, ლაგოდეხის ნაკრძლის მიმდებარედ. ჩვენმა პროექტმა ხელი შეუწყო კახეთის ტურისტული პოტენციალის ზრდას, ასევე მის პოპულარიზაციას კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში. ლაგოდეხის ნაკრძლის მიმდებარედ, აკაციის ტყეში, „ვუდსტოკის“ ფორმატში, ზაფხულის პერიოდში, მთის ძირში, სიგრილეში, მშვიდ გარემოში, ბლუზის საუკეთესო შემსრულებლების მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს სივრცეში. ზაფხულში ღია სივრცის უპირატესობა აშკარაა. სრული თავისუფლება, საუცხოო საუნდი, ულამაზესი ლოკაცია, ორიგინალური დიზაინი, სასმელებისა და სამზარეულოს ფართო ასორტიმენტი, უსაფრთხოების მაღალი დონე, გარანტიაა დაისვენოთ წარმატებულად. ბლუზს, როგორც მაღალი მუსიკალური გემოვნების ჟანრს მოუხდა ასეთი თავისუფალი და მომხიბვლელი ლოკაცია. აქ ბლუზი ჟღერს ბევრად უკეთ ვიდრე დახურულ დარბაზებში, ან კლუბურ სივრცეებში.