29/05/2026
30-31 მაისს, ილიას ბაღში მდებარე “სლინკ კაფეში” სინათლე მედიის საგაზაფხულო ფლიმარკეტი და აუქციონი გაიმართება. 🌿
30 მაისს, 12:00 საათიდან, ფლიმარკეტზე საკუთარი დახლით წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა გაერთიანება “ქართული კინო საფრთხეშია”, სადაც სხვა საინტერესო ნივთებთან ერთად შესაძლებელი იქნება ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პირველი გამოშვების პოსტერების შეძენაც. 🎬
დახლზე ასევე ნახავთ კინოაფიშებს, წიგნებსა და კინოსთან დაკავშირებულ მრავალ საინტერესო ნივთს.
31 მაისს კი 18:00 საათიდან დაიწყება აუქციონი, სადაც გაიყიდება უნიკალური ნივთები, მათი ისტორიების შესახებ კი მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი მოგიყვებათ.
ფლიმარკეტისა და აუქციონის ფარგლებში მიღებული თანხა დამოუკიდებელი ონლაინმედიების გაძლიერებას მოხმარდება, ხოლო 10% დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მხარდამჭერ ფონდში გადაირიცხება.
ილიას ბაღში შევხვდებით 🦖
On May 30 and 31, Sinatle Media’s spring flea market and auction will take place at Slink Café in Ilia’s Garden. 🌿
On may 30, from 12:00, The independent filmmakers’ collective Georgian Cinema Is Under Threat will be participating with its own stand, where visitors will be able to purchase posters from the first edition of the Kutaisi International Short Film Festival, alongside many other unique items. 🎬
The stand will also feature film posters, books, and a wide selection of cinema-related materials.
On May 31, at 18:00, the auction will present unique objects, with their stories introduced by writer Ana Kordzaia-Samadashvili.
The funds raised through the flea market and auction will support independent online media outlets, while 10% of the proceeds will be donated to a foundation supporting children with Duchenne muscular dystrophy.
See you at Ilia’s Garden 🦖