08/07/2026
📍11 ივლისს, ჩოხატაურში, გორაბერეჟოულში, ერისთავების ისტორიულ მამულში, ადგილობრივი ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით გაიმართება გურული ღვინის ფესტივალი.
🔖 ფესტივალის ოქროს სპონსორია კომპანია ,, ორბი,,
🔖ტრადიციული სპონსორია კომპანია ,,წყალი მარგებელი,,
🔖ფესტივალის ერთერთი დამფუძნებელი და სპონსორი ,, მევენახეობა დოლიძე,,
🔖ამ საშურ საქმეს წელს შემოუერთდა წარმატებული კომპანია ,,NEW ROAD,,
ფესტივალი ჩატარდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პატრონაჟით.
⏱️11 საათი - მონაწილე მარნების რეგისტრაცია
⏱️12 საათი - ჭურის მოხდის რიტუალი და ფესტივალის გახსნა.
⏱️13 საათი
მეღვინეობა - მევენახეობის მასტერკლასები, რომელსაც მოწვეული ექსპერტები ( ანა გოდაბრელიძე, დავით ჩიჩუა, ირაკლი ჩოლობარგია) გაუძღვებიან.
ფესტივალის კულტურულ - შემოქმედებით ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები.
👉 დასწრება თავისუფალია