24/07/2026
ბოლნისის აგროცენტრში ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში რეგიონის მეღვინეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები და სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრის ძირითადი აქცენტი ღვინოების კლასიფიკაციის შედეგების შეფასებაზე, გაყიდვების დინამიკის ანალიზსა და ღვინოების ბაზარზე ეფექტიანი პოზიციონირების სტრატეგიის განსაზღვრაზე გაკეთდა. მონაწილეებმა იმსჯელეს გაერთიანების წევრი და პოტენციური წევრი მარნების პროდუქციის რეალიზაციის მექანიზმებზე, გაყიდვის არხების დივერსიფიკაციასა და ერთიანი მარკეტინგული ხედვის ჩამოყალიბებაზე.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხარისხის სტანდარტების დაცვის, კონკურენტუნარიანი საფასო პოლიტიკისა და იმ პრაქტიკული ნაბიჯების განსაზღვრას, რომლებიც ხელს შეუწყობს ღვინოების ცნობადობის ზრდას, მომხმარებელთა ნდობის განმტკიცებასა და მათი პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ამასთან, სამუშაო დღის დასასრულს შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების განხორციელებას, ახალი კომერციული შესაძლებლობების ათვისებასა და რეგიონის მეღვინეების მხარდაჭერისკენ მიმართულ აქტივობებს.
მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონში მეღვინეობის განვითარებას, ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერებასა და ქვემო ქართლის, როგორც ქართული მეღვინეობის გამორჩეული რეგიონის პოზიციონირებას.
აღსანიშნავია, რომ ღვინის სექტორის განვითარებასა და რეგიონის ეფექტიან პოზიციონირებას ხელს უწყობს „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ (LEDP) პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია „ჰელვეტასი“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით ახორციელებს.