აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry

აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა/
Ajara Chamber of Commerce and Industry

Ajara Chamber of Commerce and Industry (ACCI) is one of the largest influential business organizations in Georgia, ACCI is the primary connection between business and the public authorities. It continually demonstrates impact on public policy and decision-making to the benefit of businesses in Ajara Region.

გილოცავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს!
12/05/2026

გილოცავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს!

გილოცავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!
12/05/2026

გილოცავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!

🔹 დღეს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტ...
11/05/2026

🔹 დღეს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.

🔹 ვიზიტი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული ერთთვიანი პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში შედგა.

🔹 სტუდენტები დეტალურად გაეცნენ პალატის საქმიანობის სპეციფიკას, ინსტიტუციურ როლს და ბიზნესსექტორთან ეფექტური კომუნიკაციის თავისებურებებს.

გილოცავთ გიორგობას!
06/05/2026

გილოცავთ გიორგობას!

📢 აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (ACCI) აცხადებს ტენდერს ევროკავშირის პროგრამის (Interreg NEXT Black Sea Basin) ფარგლე...
04/05/2026

📢 აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (ACCI) აცხადებს ტენდერს ევროკავშირის პროგრამის (Interreg NEXT Black Sea Basin) ფარგლებში, რომელიც მოიცავს ბათუმის, სამსუნისა და ვარნის პორტების დამაკავშირებელი ლოგისტიკური დერეფნის შექმნას.

🤝 გამოიყენეთ შესაძლებლობა და ჩაერთეთ შავი ზღვის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერების პროცესში!

🗓 წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 7 მაისი, 17:30 საათი.

🔗 დეტალური ინფორმაცია და პირობები იხილეთ ბმულზე:
https://acci.ge/ka/news/gantskhadeba-tenderis-shesakheb/171

#ლოგისტიკა #ტენდერი #აჭარა #ბათუმი #შავიზღვა #ევროკავშირი

შესყიდვის საგანი: რეგიონული ლოგისტიკური საჭიროებების ანალიზი

🔷 აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობითი ოფისის უფროს მრჩ...
01/05/2026

🔷 აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობითი ოფისის უფროს მრჩეველთან, ტაუფიკ ლამსუჰურთან.

🔷 შეხვედრის მიზანი იყო აჭარასა და ინდონეზიის რეგიონებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.

🔷 მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციების პრიორიტეტები და თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები.

📣აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი აუდიტორული კომპანია Grant Thornton Georgia გიწვევთ ღია ტრენინგებზე ბათუმსა და ფ...
29/04/2026

📣აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი აუდიტორული კომპანია Grant Thornton Georgia გიწვევთ ღია ტრენინგებზე ბათუმსა და ფოთში!

➡️თუ თქვენი კომპანია ახორციელებს საერთაშორისო ოპერაციებს ან მუშაობს დაკავშირებულ პირებთან, 2026 წლის ახალი ცვლილებების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია დროულად გაეცნოთ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ ახალ ვალდებულებებს, საგადასახადო რისკებსა და პრაქტიკულ მოთხოვნებს.
➡️ტრენინგი დაეხმარება ბიზნესს უკეთ მოემზადოს ახალი რეგულაციებისთვის, სწორად დაგეგმოს დოკუმენტაცია და შეამციროს შესაძლო საგადასახადო რისკები.
📍ბათუმი – 21 მაისი ფოთი – 22 მაისი ➡️რეგისტრაცია: https://forms.gle/zQRDuZjZVjvVorTN8

📌ღია ტრენინგები ბათუმსა და ფოთში

ახალი ვალდებულებები საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა

📊2026 წლის ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება დაწესდა 2025 წლის და მის შემდგომ პერიოდზე წარსადგენ ინფორმაციაზე, რაც ნიშნავს, რომ კომპანიებმა დროულად უნდა შეაფასონ საკუთარი პოზიცია და უზრუნველყონ მონაცემთა მოწესრიგება.

🔎 ტრენინგზე განვიხილავთ:
• რა არის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაცია და რომელი კომპანიები ექცევიან რეგულაციის ფარგლებში
• კონტროლირებული ოპერაციების გამჭვირვალობისა და საგადასახადო რისკების მართვის მიდგომებს
• რა დამატებით ვალდებულებებს უწესებს ტრანსფერ ფრაისინგის კანონმდებლობა კომპანიებს და რას უნდა ველოდოთ პრაქტიკაში?
• რატომ არის დოკუმენტაციის სწორად მომზადება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი დაცვის მექანიზმი
• მოგების დეკლარაციის ახალი დანართის შინაარსი, შევსების მოთხოვნები და პრაქტიკული საკითხები
• კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც კომპანიებმა უნდა გადადგან საგადასახადო რისკების მინიმიზაციისთვის

🎤 სპიკერი: ქეთევან ღამბაშიძე - გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების დირექტორი

📍 ბათუმი - 21 მაისი
📍 ფოთი - 22 მაისი
🔗 სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/zQRDuZjZVjvVorTN8

📣დარჩა მხოლოდ ერთი დღე!EBIT 2026 – ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა ხვალ, 11:00 საათიდან გელოდებ...
29/04/2026

📣დარჩა მხოლოდ ერთი დღე!

EBIT 2026 – ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა ხვალ, 11:00 საათიდან გელოდებათ!

📍 ბათუმი, სასტუმრო „შერატონი“
📅 30 აპრილი - 2 მაისი

• მონაწილეები: სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოური კომპანიები.

• დასწრება: ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

➡️ორგანიზატორი: Expo Batumi

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, დმ...
24/04/2026

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, დმიტრო ბერეჟნისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
🔷პალატის თავმჯდომარემ სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკაზე, იმ სერვისებსა და მხარდამჭერ მექანიზმებზე, რომლებსაც პალატა ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს სუბიექტებისთვის ახორციელებს.
🔷შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერისა და მჭიდრო საკომუნიკაციო კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობას.

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე და პალატის წევრი კ...
23/04/2026

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე და პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში Canton Fair 2026-ზე იმყოფებოდნენ.
🔷ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის ბაზრობა Canton Fair 2026 არის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმი, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ბიზნესმენები საუკეთესო მომწოდებლების საძიებლად იკრიბებიან.
🔷დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს ქართული ბიზნეს სექტორისთვის საერთაშორისო პარტნიორების წრის გაფართოებასა და გლობალურ ბაზარზე არსებული უახლესი ტექნოლოგიური ტრენდების გაცნობას.
🔷კანტონის ბაზრობის 2026 წლის სესიები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ჭკვიან წარმოებასა და მწვანე ტექნოლოგიებზე. მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას ყოველდღიურ პროდუქციაში და ნახონ ეკომეგობრული წარმოების უახლესი სტანდარტები.
🔷,,კანტონის გამოფენა არ არის მხოლოდ სავაჭრო სივრცე – ეს არის ინოვაციების ეპიცენტრი. ჩვენი მიზანია, პალატის წევრ კომპანიებს შევუქმნათ პირდაპირი წვდომა მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან, რაც პირდაპირ აისახება საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ხარისხსა და ადგილობრივი წარმოების მოდერნიზებაზე,“ – განაცხადა პალატის თავმჯდომარემ.
🔷მეწარმეებსა და კომპანიებს, რომელთაც სურთ გააფართოონ თავიანთი საქმიანობა და დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები ჩინელ მომწოდებლებთან, სავაჭრო პალატა სთავაზობს დახმარებას მომავალი (საშემოდგომო) სესიის ვიზიტის დაგეგმვაში; კონსულტაციებს რეგისტრაციისა და ლოგისტიკის საკითხებზე; პალატის ეგიდით ორგანიზებულ ბიზნეს-ტურებში მონაწილეობას.

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვედრა გაიმართა თურქეთის ეგეოსის რეგიონის ბიზნეს გაერთიანების — აიდინის აღმასრულებ...
17/04/2026

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვედრა გაიმართა თურქეთის ეგეოსის რეგიონის ბიზნეს გაერთიანების — აიდინის აღმასრულებელთა, ინდუსტრიალისტთა და ბიზნეს ლიდერთა ასოციაციის (AY-SİAD) წარმომადგენლებთან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ასოციაციის პრეზიდენტი ფირათ ბარიშიქი, მმართველთა საბჭოს წევრები და ბიზნეს სექტორის წამომადგენლები.
🔷ვიზიტის მთავარ მიზანს აჭარისა და აიდინის რეგიონებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.
თურქულ დელეგაციას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და პალატის თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ტუღუში შეხვდნენ.
🔷მხარეებმა მიმოიხილეს ორგანიზაციების საქმიანობის პრიორიტეტები და წევრი კომპანიების პროფილები. დისკუსია შეეხო ისეთ სტრატეგიულ სფეროებს, როგორიცაა ტურიზმი, ვაჭრობა, წარმოება და მომსახურების სექტორი. შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები, მათ შორის B2B ფორმატის შეხვედრების ორგანიზება და ბიზნესდელეგაციების ურთიერთგაცვლა.
🔷შეხვედრის დასასრულს, ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა აქტიური მხარდაჭერა აღმოუჩინონ აჭარისა და აიდინის ბიზნეს წრეებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას.

Address

26 A. Melashvili Str
Batumi
6000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry:

Share