03/01/2024
ხანის დრიფტის მეგობრებს, მონაწილეებს, მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს, გილოცავთ ახალ 2024 წელს!
მშვიდობის, სიკეთის, ბარაქის, წარმატებების მომტანი იყოს ეს წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!
გილოცავთ ახალ წელს!
მშვიდობა და ბედნიერება მოეტანოს საქართველოსთვის, ხვავი და ბარაქა იმერეთისთვის, კეთილდღეობა თითოეული თქვენგანისთვის!
მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი კლუბის ირწმუნა და გვერდით დაგვიდგა.
2023 წელს ჩვენ 2 ფესტივალით შემოვიფარგლეთ, ორთავე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. შევიძინეთ ძვირფასი და საიმედო პარტნიორები, მხარდამჭერები, სპონსორები. ასევე, მადლობა თითოეულ მათგანს თანადგომისთვის.
წელს ფესტივალებში იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი ჩაერთვება. გვემატებიან ადამიანები, კომპანიები და ორგანაიზაციები, რომელთაც სჯერათ, რომ იმერეთში სათავგადასავლო ტურიზმს დიდი პოტენცია აქვს.
ჩვენ ერთად ვიზრუნებთ მის განვივთარებაზე.