10/02/2017
"ბარსელონას“ ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე ესპანეთის ეროვნული ნაკრებიდან წასასვლელად მზადაა.
30 წლის ფეხბურთელმა მხარი გუშინ კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარაებულ რეფერენდუმს მხარი დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია, რადგან ესპანეთის პოლიციისა და გვარდიის კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"ფრანკიზმის წლებში ჩვენი აზრის გამოთქმის უფლება არ გვქონდა. მე კატალონიელი ვარ და ძალიან მეამაყება ჩემი ხალხის, ბოლოს 7 წლის განმავლობაში მათი საქციელის. ვიცი, რომ ესპანეთში არსებობს ხალხი, რომლებიც მომხდარს აპროტესტებენ და დემოკრატიის სჯერათ.
თუ ნაკრების მწვრთნელია ან ფეხბურთის ფედერაციის ნებისმიერი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ გუნდისთვის პრობლემას წარმოავადგენ, მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატამდე წავალ“ - ციტირებს პიკეს ინტერნეტპორტალ as.com-ი.