Udabno Rally Raid

Udabno Rally Raid უდაბნო რალი არის ადამიანისა და მანქანის გამოცდა - დროსა და რელიეფის წინააღმდეგ.

მათთვის ვისაც უყვარს თოვლი და ავტომობილები, არ აშინებს მოყინული მოსახვევები. ვისთვისაც თოვლის მოსვლა მოტივაციაა კოჯორში "ზანოსით" სიარულისთვის. ვისაც უყვარს თვლიანი აღმართების დაძლევა. ვინც ზამთრის საბურავებს უკვე შემოდგომაზე აყენებს და ანტიფრიზს -40-ზე :)

გვერდის მიზანი არის გააერთიანოს საერთო ინტერესების მქონე პირები, მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია.

თოვლის მოსვლასთან ერთად დაიგეგმება ღონისძიებები, შეჯიბრები და ექსკურსიები.

Awesome Video from Nika's Auto Blog! Thank you!
12/06/2025

Awesome Video from Nika's Auto Blog! Thank you!

უდაბნო რალი ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, აზარტული და რთული საავტომობილო შეჯიბრია. მოტოციკლეტები, ბაგები და ავტომო....

19/05/2025
13/05/2025

წარმოგიდგენთ ვრცელ ჰაილაითებს: ტექნიკური შემოწმება, ცერემონიული სტარტი, დაძაბული პროლოგი და ღამე უდაბნოს ბივუაკში.

3 მაისს, რესპუბლიკის მოედანს რალის სული დაეუფლა. ტექნიკური შემოწმების შემდეგ ძრავები დაიქოქა — დროშები აიწია. უდაბნო რალი ოფიციალურად დაიწყო.

ეს უბრალო რბოლა არ არის — ეს არის გზა ველურ, მშვენიერ და დაუნდობელი მიწებისკენ, სადაც ადამიანი და მანქანა ერთად ებრძვიან გზას, დროს და საკუთარ თავს.

ეს არის გამოწვევა მათთვის, ვინც მიდის — და ოცნება მათთვის, ვინც რჩება.

52 კილომეტრიანმა პროლოგმა აჩვენა, რაც ელოდათ მონაწილეებს. მარშრუტი გავიდა ვაზიანის პოლიგონზე, რომელიც წინა ღამით მოსულმა წვიმამ კიდევ უფრო სახიფათო გახადა. 40 კმ საგზაო სექცია, დროის კონტროლთ და 12 კმ ჩქაროსნული მონაკვეთი — სადაც სიზუსტე, უნარი და გამძლეობა იყო საჭირო.

თავდაპირველივე ეტაპზე ავარია მოხდა: ეკიპაჟი #366 – ნიკა აბაშიძე და დავით ნუცუბიძე გადაბრუნდნენ. მანქანა ბივუაკში ბუქსირით გადაიყვანა თანამებრძოლმა, მაგრამ ისინი არ დანებდნენ. Polaris RZR შეაკეთეს და მეორე დღისთვის მზად იყვნენ.

აი, ვინ მოიპოვა საუკეთესო დრო პროლოგში:

🏍️ T1 – მოტოციკლები
🥇 #166 – რამან კოვალი, Husqvarna 701 – 15:23
🥈 #171 – დიმიტრი ბოჩკოვი, KTM 640 – 20:23
🥉 #113 – დავით მანჯგალაძე, Hero Xpulse 200 – 26:06

🏁 T3 – SSV / ბაგები
🥇 #307 – ზუკა ოძელაშვილი & სიმონ გუნცაძე, BRP Maverick X3 – 12:05
🥈 #337 – გოჩა & გიორგი იაკობაშვილი, Polaris RZR – 16:07
🥉 #325 – დიმიტრი კობულია & ირაკლი ჩავჭანიძე, BRP Maverick X3 – 33:51

🚙 T4 – სერიული კლასის მანქანები
🥇 #403 – შალვა ფეტრიაშვილი & ცოტნე წკვინიძე, Nissan Patrol Y61 – 29:00
🥈 #410 – ლაშა ჩხაიძე & დემო კიპშიძე, Toyota 4Runner – 32:00
🥉 #444 - სულიკო ახალკაცი - ვარუჟან კხნკოიანი - Renault Duster - 37:00

როცა ბივუაკს ღამე გადაეფარა, ცეცხლები ანათებდა უდაბნოს, ხელსაწყოები მუშაობდა და ისტორიები იწერებოდა.

ნამდვილი თავგადასავალი ახლა იწყება.

We present the extended highlights: scrutineering, the ceremonial start, the intense Prologue, and the first night at the Udabno bivouac.

On May 3rd, the spirit of rally took over Republic Square. After scrutineering, engines roared to life and flags were raised — the Udabno Rally was officially underway.

This is no ordinary race — it's a journey into wild, beautiful, and unforgiving terrain, where man and machine fight side by side against the road, the clock, and their own limits.

It is a challenge for those who go — and a dream for those who stay behind.

The Prologue, spanning 52 kilometers, offered a glimpse of the trials to come. The route passed through the Vaziani training ground, made even more dangerous by rain the night before. It consisted of a 40 km liaison section with time controls, and a 12 km high-speed stage where precision, skill, and endurance were essential.

Drama struck early: Crew #366 – Nika Abashidze and David Nutsubidze suffered a rollover. A fellow competitor towed their vehicle back to the bivouac — but they didn’t give up. They repaired their Polaris RZR and were ready for the next day.

Here are the top performers in the Prologue:

🏍️ T1 – Motorbikes
🥇 #166 – Raman Kovali, Husqvarna 701 – 15:23
🥈 #171 – Dimitrii Bochkov, KTM 640 – 20:23
🥉 #113 – David Manjgaladze, Hero Xpulse 200 – 26:06

🏁 T3 – SSV / Buggies
🥇 #307 – Zuka Odzelashvili & Simon Guntsadze, BRP Maverick X3 – 12:05
🥈 #337 – Gocha & Giorgi Iakobashvili, Polaris RZR – 16:07
🥉 #325 – Dimitri Kobulia & Irakli Chavchanidze, BRP Maverick X3 – 33:51

🚙 T4 – Series Production Vehicles
🥇 #403 – Shalva Petriashvili & Tsotne Tskvitinidze, Nissan Patrol Y61 – 29:00
🥈 #410 – Lasha Chkhaidze & Demo Kipshidze, Toyota 4Runner – 32:00
🥉 #444 – Suliko Akhalkatsi & Varuzhan Khknkoyan, Renault Duster – 37:00

As night fell over the bivouac, fires lit up the desert, tools were in motion, and stories were shared.

The true adventure has only just begun.

11/05/2025
🔥 Race Day – რბოლის დღე უდაბნოში!მონაწილეებს წინ ელოდათ 198 კმ-ის უმოწყალო რბოლა —60 კმ სპეც-მონაკვეთი, 138 კმ გზაზე გად...
10/05/2025

🔥 Race Day – რბოლის დღე უდაბნოში!
მონაწილეებს წინ ელოდათ 198 კმ-ის უმოწყალო რბოლა —
60 კმ სპეც-მონაკვეთი, 138 კმ გზაზე გადარჩენის ბრძოლა,
მხოლოდ 3 კმ ასფალტი და 195 კმ ჭიდილი სტიქიასთან უგზოობაზე.

🌧️ სველი ნიადაგი, გაუვალი გუბეები და უხვი წვიმის შემდეგ შეცვლილი რელიეფი –
ეს დღე იყო მხოლოდ გაბედულთათვის.
ბევრი რეგისტირებული მონაწილე სტარტზეც არ გამოცხადდა.

🏁 T1 და T3 კატეგორიებში გამარჯვება იმას ერგო, ვინც ორივე სპეცმონაკვეთზე უძლიერესი დროებით გადარჩა.
🚙 T4-ში კი – ფინიშზე ყველაზე „სუფთად“ მისულ მებრძოლს, ვინც უმცირესი ჯარიმებით გაიარა ყველაფერი.

📊 და ბოლოს – საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება:

🏁 T1.1 კატეგორია – მოოტციკლები 450cc-მდე

🥇 გუგა კახნიძე – KTM EXC 300
SS1: 0:56:00 | SS2: 0:18:04
ჯამური დრო: 1:14:04

🥈 ევგენი ლებედევი – Suzuki DR-Z400S
SS1: 1:10:54 | SS2: 0:16:38
ჯამური დრო: 1:27:32

🥉 გიორგი მთიულიშვილი – KTM EXC 300
SS1: 2:00:26 | SS2: 0:17:16
ჯამური დრო: 2:17:42

🏁 T1.2 კატეგორია – მოტოციკლები 450cc-ზე მეტი

🥇 რამან კოვალი – Husqvarna 701
SS1: 0:59:20 | SS2: 0:17:40
ჯამური დრო: 1:17:00

🥈 ივან სტრუჟკოვი – KTM 690 Enduro R
SS1: 1:06:55 | SS2: 0:20:00
ჯამური დრო: 1:26:55

🥉 ირაკლი შუკაკიძე – Husqvarna FE501
SS1: 1:14:55 | SS2: 0:17:00
ჯამური დრო: 1:31:55

🏁 T3 კატეგორია – SSV (Side by Side Vehicles)

🥇 გიორგი გახელაძე – გიორგი ლაფაჩი – BRP Maverick DC Turbo
SS1: 1:15:00 | SS2: 0:21:12
ჯამური დრო: 1:36:12

🥈 დავით მიქავა – ვალერი ნადირაშვილი – BRP Maverick X3 RS Turbo RR
SS1: 1:28:00 | SS2: 0:10:00
სულ დრო: 1:38:00

🥉 ნიკა აბაშიძე – დავით ნუცუბიძე – Polaris RZR Pro R
SS1: 1:29:00 | SS2: 0:17:35
სულ დრო: 1:46:35

🏁 T4 კატეგორია – სერიული წარმოების ავტომობილები

🥇 ლაშა ჩხაიძე – დემო ყიფშიძე – Toyota 4Runner 5th Gen
ჯარიმა: 0:00:20

🥈 შალვა პეტრიაშვილი – ცოტნე ცქვიტინიძე – Nissan Patrol Y61
ჯარიმა: 0:00:40

🥉 ალექსეი მატვეევი – სვეტლანა მატვეევა – Jeep Wrangler JK
ჯარიმა: 0:23:10

სრული შედეგები: https://rallyraid.ge/results/

Prologue - Presented by Lion GroupPhotos by
07/05/2025

Prologue - Presented by Lion Group

Photos by

Address

Udabno

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Udabno Rally Raid posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Udabno Rally Raid:

Share

Category