Tbilisi Book Fair • თბილისის წიგნის ბაზრობა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Tbilisi Book Fair • თბილისის წიგნის ბაზრობა

Tbilisi Book Fair • თბილისის წიგნის ბაზრობა 📚
გრანდიოზული ფასდაკლებები, ახალი წიგნები, ავტორებთან შეხვედრები და უნიკალური შეთავაზებები – ყველაფერი წიგნის მოყვარულებისთვის.

📚 23–26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარ სცენაზე მრავალფეროვანი პროგრამა გელოდებათ! 📖 წიგნების პრეზენტაციები💬 დისკ...
19/04/2026

📚 23–26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარ სცენაზე მრავალფეროვანი პროგრამა გელოდებათ!

📖 წიგნების პრეზენტაციები
💬 დისკუსიები
✍️ შეხვედრები ავტორებთან

მოინიშნეთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიებები და გვეწვიეთ! ✨

#წიგნებითთავისუფლებისთვის

ბიბლუსის სიახლე თბილისის წიგნის ბაზრობაზე 📚✨„ვეფხისტყაოსანი“ - განსაკუთრებული, საიუბილეო გამოცემა, რომელიც მოიცავს პატრი...
19/04/2026

ბიბლუსის სიახლე თბილისის წიგნის ბაზრობაზე 📚✨

„ვეფხისტყაოსანი“ - განსაკუთრებული, საიუბილეო გამოცემა, რომელიც მოიცავს პატრიარქის, ილია II-ის წინასიტყვაობას.

გამოცემა გაფორმებულია ლადო გუდიაშვილის გამორჩეული ილუსტრაციებით 🎨

გელოდებით წიგნის ბაზრობაზე!

📅 23–26 აპრილი
📍 ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი

#წიგნებითთავისუფლებისთვის

📚 23 აპრილს, წიგნის ბაზრობის მცირე სცენაზე წარმოგიდგენთ საჯარო ლექციების ციკლს - ილიაუნი განათლების თავისუფლებისთვის.👤 უ...
18/04/2026

📚 23 აპრილს, წიგნის ბაზრობის მცირე სცენაზე წარმოგიდგენთ საჯარო ლექციების ციკლს - ილიაუნი განათლების თავისუფლებისთვის.

👤 უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და პროფესორები, გიგა ზედანია, დათო თარხნიშვილი, ლევან ცაგარელი, ელენე ჟურავლიოვა და ქეთევან ერემაძე, ისაუბრებენ განათლების, აკადემიური ავტონომიისა და დემოკრატიული ღირებულებების კავშირზე.

🎓 ილიაუნი წლების განმავლობაში ქმნის თავისუფალ სივრცეს კრიტიკული აზროვნებისა და პასუხისმგებლობიანი მოქალაქეების ჩამოსაყალიბებლად. ერთგულად იცავს საკუთარ ღირებულებებს და აგრძელებს ამ გზას.

ეს ტრადიცია გრძელდება ✨

📍 ექსპო ჯორჯია

#წიგნებითთავისუფლებისთვის

18/04/2026

თბილისის წიგნის ბაზრობის გახსნამდე სულ ცოტა დრო რჩება. გაიგე რა დაგხვდება 23-26 აპრილს, ექსპო ჯორჯიაში 👇

18/04/2026

🎭📚 თბილისის წიგნის ბაზრობაზე თეატრისა და კინოს მსახიობები კვლავ წარადგენენ წიგნებს.

შემოგვიერთდით ყველა, ვისაც წიგნები და ლიტერატურა გიყვართ! ❤️

📍შევხვდებით ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში!

თბილისის წიგნის ბაზრობაზე სოვლაბი წარმოგიდგენთ სიახლეს! 🚀📚ეს წიგნი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის დაბადებისა და განვითარ...
18/04/2026

თბილისის წიგნის ბაზრობაზე სოვლაბი წარმოგიდგენთ სიახლეს! 🚀📚

ეს წიგნი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის დაბადებისა და განვითარების ამბავს ჰყვება.

სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში საბჭოთა პერიოდში გაჩნდა და სოცრეალისტურ ლიტერატურას მჭიდროდ დაუკავშირდა. სწორედ ამიტომ, ეს ტექსტები დღეს ღირებულ ისტორიულ წყაროდაც გვევლინება.

მოდი წიგნის ბაზრობაზე და აღმოაჩინე სიხლეები 👇

📅 23–26 აპრილი
📍 ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი

#წიგნებითთავისუფლებისთვის

ონლაინ გამოცემა AT.GE თბილისის წიგნის ბაზრობის მცირე სცენაზე  წარმოგიდგენთ პროექტს - „წერილები თავისუფლებისთვის“.ქართველ...
17/04/2026

ონლაინ გამოცემა AT.GE თბილისის წიგნის ბაზრობის მცირე სცენაზე წარმოგიდგენთ პროექტს - „წერილები თავისუფლებისთვის“.
ქართველი მწერლები წაიკითხავენ წერილებს პოლიტპატიმრებისთვის, გზავნილებს, რომლებიც გვახსენებს, რომ თავისუფლებაზე ფიქრი და ზრუნვა არასოდეს წყდება.

📅 თარიღი: 26 აპრილი
📍მცირე სცენა, XI პავილიონი

#წიგნებითთვისუფლებისთვის

წიგნის მაღაზია „წიგნები ვაკეში“ თბილისის წიგნის ბაზრობაზე წარმოგიდგენთ 🚗📚უნიკალურ ორტომეულ ანთოლოგიას, რომელიც აერთიანებ...
17/04/2026

წიგნის მაღაზია „წიგნები ვაკეში“ თბილისის წიგნის ბაზრობაზე წარმოგიდგენთ 🚗📚

უნიკალურ ორტომეულ ანთოლოგიას, რომელიც აერთიანებს ყველა დროის 100 ყველაზე გამორჩეულ და სასურველ ავტომობილს, 1903 წლის Mercedes-Simplex 40 hp-დან თანამედროვე და რადიკალურ McLaren Speedtail-მდე.

გვეწვიე წიგნის ბაზრობაზე და შეიძინე განსაკუთრებული გამოცემები.

📅 23–26 აპრილს
📍 ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი

📖 წელს წიგნის ბაზრობა ახალ სივრცეს გვთავაზობს - ახალგაზრდული სტენდი „კითხე, იფიქრე, გადაამოწმე".დღევანდელ სამყაროში კარგ...
16/04/2026

📖 წელს წიგნის ბაზრობა ახალ სივრცეს გვთავაზობს - ახალგაზრდული სტენდი „კითხე, იფიქრე, გადაამოწმე".

დღევანდელ სამყაროში კარგი მკითხველი ასევე კარგ ციფრულ მოქალაქეს ნიშნავს, ვინც ინფორმაციას ამოწმებს, შეუძლია ფიშინგის ამოცნობა და ონლაინ სივრცეში გონივრული მოქმედება.

ახალგაზრდულ სივრცეში გელოდება:
📚 „ბრმა პაემანი წიგნთან"
✍️ ვორკშოპი კომიქსის შექმნაზე
🎨 ბლოკნოტების ვორკშოპი და კალიგრაფიის საათი
🧩 სამაგიდო თამაშები
🕵️ Fake News Challenge
🔐 პაროლების თამაში და კიდევ სხვა

თუ ხარ 12-დან 25 წლამდე და გიყვარს კითხვა, შემოქმედება ან უბრალოდ ახალი რამის ცდა, მაშინ ეს სივრცე შენთვისაა.

🇪🇪 თბილისის წიგნის ბაზრობის ახალგაზრდული სივრცის წარმდგენია ესტონეთის საელჩო საქართველოში.

თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი მხარდამჭერია თიბისი.

📅 23–26 აპრილი
📍 Expo Georgia

პირველად თბილისის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლობა „ინტელექტი“ წარმოგიდგენთ თამარ მღებრიშვილის კრებულს „სად არის სახლი?“ 📖რ...
16/04/2026

პირველად თბილისის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლობა „ინტელექტი“ წარმოგიდგენთ თამარ მღებრიშვილის კრებულს „სად არის სახლი?“ 📖

რა არის სახლი? ვინ არის სახლი? რატომ არ არის სახლი? როგორი შეიძლება იყოს სახლი? - კრებული ამ კითხვებს ენობრივ თამაშად აქცევს და პასუხებს ლექსებში გვთავაზობს ✍️

აქ „სახლი“ მხოლოდ ფიზიკური სივრცე არ არის, ის არის პიროვნება, იდენტობა და ემიგრაციული გამოცდილების სიმძიმე, სადაც გაუცხოება და დაბრუნების სურვილი ერთდროულად იკვეთება 🏠

კრებულში სახლი სხვადასხვა ფორმით ჩნდება: სიცარიელის სივრცეებად, ნასახლარებად, სიზმრის სახლებად და სხვისი სახლების იმედად ყოფნად. საბოლოოდ კი, ენა ხდება სახლი, ხოლო პოეზია ამ სახლის მთავარი სხეული 🌿

📅 23–26 აპრილი
📍 Expo Georgia XI Pavilion 📍
#წიგნებითთავისუფლებითვის

აღმოაჩინე გურამ დოჩანაშვილის მოთხრობები თბილისის წიგნის ბაზრობაზე 📚📅 23–26 აპრილი📍 ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი #წიგნებითთ...
16/04/2026

აღმოაჩინე გურამ დოჩანაშვილის მოთხრობები თბილისის წიგნის ბაზრობაზე 📚

📅 23–26 აპრილი
📍 ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი

#წიგნებითთავისუფლებისთვის

16/04/2026

📚 თბილისის წიგნის ბაზრობაზე ბიბლუსი წარმოგიდგენთ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების კრებულს.

გურამ დოჩანაშვილი გამორჩეული ავტორია, რომელიც მაგიურ რეალიზმსა და პოსტმოდერნიზმს შორის გარდამავალ სივრცეში ქმნის სრულიად უნიკალურ ტექსტებს. მისი მოთხრობები სავსეა იუმორით, სიღრმით და იმ განსაკუთრებული სითბოთი, რომელიც მხოლოდ მას ახასიათებს.

თუ გიყვარს ლიტერატურა, რომელიც ერთდროულად დაგაფიქრებს და გაგაღიმებს ეს კრებული შენთვისაა.

📍 23–26 აპრილი | ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი
#წიგნებითთავისუფლებისთვის

Address

118 Akaki Tsereteli Avenue
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi Book Fair • თბილისის წიგნის ბაზრობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category