Tbilisi International Film Festival • თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Tbilisi International Film Festival • თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

Tbilisi International Film Festival • თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Tbilisi International Film Festival • თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, TV/Movie Award, წერეთლის 114, Tbilisi.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა. პირველი ორი წლის განმავლობაში ის ხელოვნების ფესტივალის "საჩუქრის" ფარგლებში ტარდებოდა, რომელსაც ბევრი სპონსორი და მხარდამჭერი ჰყავდა და, შესაბამისად, კინო

1937 წელს სტალინისტური რეპრესიების მსხვერპლი გახდა მთელი თეატრალური დასი. ეს იყო მოსკოვში მოღვაწე ლატვიური თეატრი "სკატუ...
16/09/2026

1937 წელს სტალინისტური რეპრესიების მსხვერპლი გახდა მთელი თეატრალური დასი. ეს იყო მოსკოვში მოღვაწე ლატვიური თეატრი "სკატუვე". თითქმის ყველა მსახიობი და რეჟისორი დახვრიტეს ერთ დღეს მოსკოვის მახლობლად, ბუტოვოში. მათ შორის იყო გერმანული და ლატვიური უხმო კინოს ვარსკვლავი მარია ლეიკო.

ამ შემაძრწუნებელ ამბავს ეძღვნება დავის სიმანისის ფილმი "მარიას დუმილი", რომელსაც დღეს გიჩვენებთ "ევროპული კინოტურის" ფარგლებში ილიუნის T კორპუსში. ფილმის პრემიერა შედგა 2024 წელს ბერლინალეზე, "ახალი კინოს ფორუმის" სექციაში და იმავე წელს ვაჩვენეთ თბილისის კინოფესტივალზე.

ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანთან ერთად ფილმის შემდეგ ვისაუბრებთ საბჭოთა რეპრესიების შესახებ. ვეცდებით, მივიღოთ პასუხები კითხვებზე: რა იყო ენკავედეს ეგრეთ წოდებული „ლატვიური ოპერაციის“ დაწყების იდეოლოგიური და სტრატეგიული მიზეზები? რატომ მიიჩნიეს ლატვიელები მოულოდნელად „ჯაშუშებად“ და სახელმწიფოს მტრებად? როგორ ახერხებდა ენკავედე, რომ ყველაზე ერთგულ კომუნისტებს და უდანაშაულო არტისტებს აბსურდულ ჯაშუშურ აღიარებებზე ხელი მოეწერათ? როგორ მუშაობდა უნდობლობის კლიმატი ხელოვანთა კოლექტივებში? და ასე შემდეგ...

დისკუსიას გაუძღვება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე.

🎥ევროპული კინოტური 10 ივლისს ბათუმში გაიხსნა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ესტუმრა, ამჟამად თბილისში გრძელდება და 19 ოქტომბერს ქუთაისში დასრულდება. სრული პროგრამა იხილეთ აქ: https://eu4georgia.info/44P4Yq8

In 1937, the entire cast and crew of the "Skatuve" Latvian theatre company, based in Moscow, fell victim to Stalinist repression. Almost all of its actors and directors were executed in Butovo, near Moscow, on a single day. Among them was Maria Leiko, a star of German and Latvian silent cinema.

Dāvis Sīmanis’s film Maria's Silence is dedicated to this harrowing story. We are screening it today as part of the European Film Tour at Ilia State University's Tbilisi campus. The film premiered at the 2024 Berlinale in the Forum section and was also screened at the Tbilisi International Film Festival that same year.

After the screening, we will be discussing Soviet repressions with historian Irakli Khvadagiani. We will seek answers to questions such as: What were the ideological and strategic reasons behind the launch of the NKVD’s so-called 'Latvian Operation'? Why were Latvians suddenly branded as 'spies' and enemies of the state? How did the NKVD coerce even the most loyal communists and innocent artists into making absurd confessions of espionage? How did the climate of mistrust manifest itself within artistic collectives? And so on.

The discussion will be moderated by Gaga Chkheidze, Director of the Tbilisi International Film Festival.

🎥The European Cine Tour opened in Batumi on 10 July, travelled to different regions of Georgia, is currently continuing in Tbilisi, and will conclude in Kutaisi on 19 October. See the full programme here: https://eu4georgia.eu/european-cine-tour/

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან ერთად გიწვევთ "ევროპულ კინოტურზე". სეანსები შე...
12/09/2026

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან ერთად გიწვევთ "ევროპულ კინოტურზე".

სეანსები შედგება საღამოობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 15-დან 20 სექტემბრის ჩათვლით.
ფილმების ჩვენების შემდეგ გექნებათ შესაძლებლობა, ისტორიკოსებთან, მეცნიერებთან ერთად ისაუბროთ ფილმებში გადმოცემულ თემებსა და პრობლემებზე.

პროგრამაში წარმოდგენილი ექვსი ფილმიდან ოთხი უკვე ნაჩვენები იყო თბილისის კინოფესტივალზე, და თუ შარშან ვერ მოახერხეთ ფესტივალზე დასწრება, ახლა გეძლევათ შესანიშნავი შანსი, დიდ ეკრანზე ნახოთ მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების ნამუშევრები.

გაეცანით ევროპული კინოტურის პროგრამას და აფიშას!
გელით ილიაუნის T კორპუსში, ვაკის პარკთან.

შეგახსენებთ, რომ ევროპული კინოტური Cineuropa-სთან, LUX Audience Award-თან, კინოხელოვნების ცენტრ “პრომეთესთან“, თანამედროვე კინომუზეუმთან, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალთან და ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალთან პარტნიორობით ხორციელდება. ევროპული კინოტური 2026 წლის 10 ივლისს ბათუმში გაიხსნა, მოიარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და 19 ოქტომბერს ქუთაისში დაიხურება.

The European Union Delegation to Georgia and the Tbilisi International Film Festival invite you to the 'European Cine Tour'.
Screenings will take place in the evenings at Ilia State University from 15 to 20 September.
Following the screenings, there will be an opportunity to discuss the themes and issues presented in the films with historians and scholars.
Four of the six films in the programme were previously shown at the Tbilisi Film Festival, so if you missed the festival last year, this is a great chance to watch works by internationally acclaimed directors on the big screen.
Take a look at the European Film Tour programme and poster!
We look forward to seeing you at Iliauni’s Building T, near Vake Park.
Please note that the European Film Tour is organised in partnership with Cineuropa, the LUX Audience Award, the Prometheus Cinema Art Centre, the Museum of Modern Cinema, the Tbilisi International Festival of Literature and the Kutaisi International Short Film Festival. The European Film Tour opened in Batumi on 10 July 2026, toured various regions of Georgia, and will conclude in Kutaisi on 19 October.

https://www.facebook.com/share/p/19M33Atiqh/

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 7 ივლისს გამოაცხადა განჩინება (სარეზოლუციო ნაწილი) თბილისის კინოფესტივალის დავასთან დაკა...
17/07/2026

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 7 ივლისს გამოაცხადა განჩინება (სარეზოლუციო ნაწილი) თბილისის კინოფესტივალის დავასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვული კინოცენტრის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით ეროვნული კინოცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამრიგად, თბილისის კინოფესტივალმა მეორე ინსტანციაც მოიგო. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნული კინოცენტრი უარს იტყვის ამ განჩინების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებაზე და შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
GNFC - Georgian National Film Center

19/12/2025

ნინო ჩიმაკაძის რეცენზია იოაჰიმ ტრიერის ახალ ფილმზე - „სენტიმენტალური ღირებულება“

19/12/2025

ირინე ბერიძის რეცენზია თამარ კალანდაძისა და ჟულიენ პებრელის დოკუმენტურ ფილმზე „ქართლის ცხოვრება“

18/12/2025
13/12/2025

ნინო კვირიკაშვილის მოკლე ინტერვიუ ქართველ რეჟისორთან, ალექსანდრე კობერიძესთან. თბილისი. 7 დეკემბერი, 2025.

11/12/2025

▪️ თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 👤 თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე, კინო....

Address

წერეთლის 114
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi International Film Festival • თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Tbilisi International Film Festival • თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი:

Shortcuts

Share

Category