Beach Sundayz Official

Beach Sundayz Official მუსიკა და ზღვა... ზღვა და გართობა...

11/08/2025

ამაზე გემრიელი და სასიამოვნო გემოები არსად არ გამისინჯავს... არც შარდენზე არც ბათუმში და არც ქუთაისში... არც შემაწუხებელი სუნები ტრიალებს... და საერთოდ კაი სიტუაცია თუ გინდათ, ჩილიმი, თამაშები და უგემრიელესი კერძები თავისი კოქტეილებით ეს არის 👉 Soul • სოული 👈

უყურებ პსჟ-ს და გშურს, რომ შენი საყვარელი გუნდი ასე არ თამაშობს.გამქარალი ეგოიზმი, ტალანტის ზედოზირებით დაჯილდოებული ახა...
12/04/2025

უყურებ პსჟ-ს და გშურს, რომ შენი საყვარელი გუნდი ასე არ თამაშობს.

გამქარალი ეგოიზმი, ტალანტის ზედოზირებით დაჯილდოებული ახალგაზრდობა და მოხუცები იდეალურ ბალანსად. ლუის ენრიკეს ორკესტრში ბევრი მევიოლინეა.

დეზირე დუე ცალკე გვერდებს იმსახურებს და ის კუთვნილს აუცილებლად მიიღებს. სხვა დროისთვის გადავდოთ...

დღეს ვიოლინოზე კვარა უკრავდა და გარშემომყოფებს ცეკვის მოძრაობებს ის კარნახობდა. რასაც გოლამდე აკეთებს, ეგაა ეზოს ფეხბურთის მარგალიტი. რიოს ფაველების ჭაობში დაბადებული დიდებულება. მცველს წონასწორობის ცენტრი ასე დააკარგვინო, თან ბურთი დაიტოვო და მერე სუსტი ფეხით ისე დაარტყა, რომ მსოფლიო ჩემპიონი მეკარეც გააკვირვო, რაღაც აქამდე არნახულთან ზიარების განცდას გვიჩენს. მინიმუმ ჩვენ, ქართველებს.

საბედნიეროდ, დღეს კვარაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს.

ცაციას როგორც იყენებს, განსაცვიფრებელია. სუსტ და ძლიერ ფეხებს შორის ზღვარი წაშალა. ჩანს, რომ ამაზე განსაკუთრებული მონდომებით შრომობს და ვინც შრომობს, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილ ჯილდოსაც ის იღებს.

იღებს სრულიად დამსახურებულად და უდიდესი დიაპაზონით. 4 დღის წინ მწვრთნელს ათქმევინო, რომ დაცვაში შენმა თამაშმა აღაფრთოვანა და 4 დღის მერე, მთავარი საფეხბურთო სცენის შუაგულში თავბრუდამხვევი შეტევების სოლისტად მოგვევლინო, სიგიჟეა.

დაასრულეთ დისკუსია და ყველანაირი ეჭვი გაფანტეთ. ხვიჩა კვარაცხელია იმ გუნდშია, რომელშიც უნდა იყოს, ზამთრის ხმაურიანი ტრანსფერი ჩვენი მოგონებების ისტორიის გადაწერას განაგრძობს.

მადლობა უცნობ ავტორს...

07/04/2025

მიყვარხართ ერო და ბერო...
მნიშვნელობა არ აქვს რას მოღვაწეობთ...
მთავარია ჩვენი სამშობლო საქართველო გვიყვარს...

Address

Tbilisi

Telephone

+995593340330

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Beach Sundayz Official posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Beach Sundayz Official:

Share