My Senior Friend / ჩემი უფროსი მეგობარი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • My Senior Friend / ჩემი უფროსი მეგობარი

My Senior Friend / ჩემი უფროსი მეგობარი „ჩემი უფროსი მეგობარი“ გაძლევთ შანსს სასიკეთოდ შეცვალოთ ერთი ადამიანის ცხოვრება.

„ჩემი უფროსი მეგობარი“-საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელიც ხორციელდება 2011 წლიდან და მიზნად ისახავს მენტორული ურთიერთობის საშუალებით მოზარდებში არსებული სირთულეების დაძლევას და მათ წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში მეგობრობის მთავარი მიზანია არასრულწლოვნებს, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი დადებითი და პოზიტიუ

რი ზეგავლენა ცხოვრებაში, გაუჩნდეთ უფროსი მეგობარი, რომელიც მათთვის იქნება მისაბაძი მაგალითი. მან უნდა გაუღვივოს მოზარდს სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და ხელი შეუწყოს მის სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში.
რას გულისხმობს უფროსი მეგობრობა: ურთიერთობა წარმოიშობა მოხალისეობით საწყისებზე და დაფუძნებულია პროექტში ჩართული მხარეების საერთო ინტერესებზე. უფროსი მეგობარი წარმატებულია თავის კარიერაში, არის ფინანსურად დამოუკიდებელი, ხასიათდება დადებითი პიროვნული თვისებებით, აქვს კომუნიკაციის კარგი უნარი (განსაკუთრებით ბავშვებთან), არის მხიარული და დადებითი ღირებულებების მატარებელი ადამიანი.
პროექტში მონაწილე უმცროსი და უფროსი მეგობარი კვირაში მინიმუმ 2 საათს ატარებენ ერთად, და ყოველთვიურად მონაწილეობენ პროექტის ჯგუფურ აქტივობებში (მოხალისეობრივი და საქველმოქმედო ღონისძიებები, თეატრი, ექსკურსია, ლაშქრობა, სხვადასხვა სპორტული აქტივობა, შემეცნებითი საღამოები და სხვა).
„ჩემი უფროსი მეგობარი“ გაძლევთ შანსს სასიკეთოდ შეცვალოთ ერთი ადამიანის ცხოვრება.

:)
21/09/2013

:)

Video Scribe Project

"ჩემი უფროსი მეგობარი" სტუმრად "ჩვენს ეზოში"
24/07/2013

"ჩემი უფროსი მეგობარი" სტუმრად "ჩვენს ეზოში"

23/07/2013
12/06/2013

ცხადდება კონკურსი საგანმანათლებლო პროექტის „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don't Worry, Be Healthy!“-ის ფარგლებში, საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და “ანა ფრანკის სახლის” ერთობლივი თანამშრომლობით, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

საკონკურსო თემის სათაურია „ანა ფრანკის დღიური და მისი როლი 21-ე საუკუნეში”.

გამარჯვებულები გაემგზავრებიან ამსტერდამში, ანა ფრანკის სახლში.

კონკურსის წესები:

• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს 12-დან 16 წლამდე ნებისმიერ მსურველს;

• საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს წარმოდგენილი პროზის ან პოეზიის ნაბეჭდი სახით. პროზა უნდა შედგებოდეს მინიმუმ 400 - მაქსიმუმ 600 სიტყვისგან, ხოლო პოეზიის ტექსტი შეზღუდულია არ არის.

• ტექსტი უნდა იყოს აკრეფილი ვორდის ფაილში ქართული ფონტით (აკად ნუსხური)

• 12-იანი შრიფტით

• დაშორება ხაზებს შორის 1,15

• მხოლოდ თავფურცელზე უნდა იყოს მოცემული საკონკურსო თემის სათაური და ინფორმაცია მონაწილის შესახებ:

• სახელი
• გვარი
• ასაკი
• ქალაქი
• მისამართი
• სკოლა
• ტელეფონის ნომერი
• ელექტრონული ფოსტის მისამართი

• თავფურცელის გარდა ყველა გვერდი უნდა იყოს დანომრილი

• ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოთ ვორდისა და პე-დე-ეფ ფაილით

• საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2013 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათამდე;

• ნამუშევრები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ:
ელ-ფოსტით: [email protected]ზე ან ფოსტით :

თბილისი, 0171
დოლიძის ქუჩა 2
საქართველოს გაეროს ასოციაცია
კონკურსი „ანა ფრანკი-2013“

29/04/2013

რა არის პროექტი ჩემი უფროსი მეგობარი?..

18/04/2013

პროექტი "ჩემი უფროსი მეგობარი" სტუმრად "შუადღის შოუში"

ჩვენი პრეოქტის ორმა მონაწილე უმცროსმა მეგობარმა – ანრი აბაშიძემ და სანდრო მუსერიძემ, მიიღო მონაწილეობა fx–ის მიერ ორგანი...
11/04/2013

ჩვენი პრეოქტის ორმა მონაწილე უმცროსმა მეგობარმა – ანრი აბაშიძემ და სანდრო მუსერიძემ, მიიღო მონაწილეობა fx–ის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ, სამეცნიერო-შემეცნებითი ტიპის კონფერენცია-კონკურსში „ფორმულა X“. წლევანდელი კონფერენციის თემა იყო "გავუფრთხილდეთ რესურსებსა და გარემოს". კონკურსის ფარგლებში უმცროსმა მეგობრებმა შექმნეს პოსტერები თემაზე „არ დაანაგვიანო შენი ქალაქი". ღონისძიებამ ჯამში 165-მდე მონაწილე ახალგაზრდას და 60-მდე პროექტს უმასპინძლა, რომელთა შორისაც სანდრო მუსერიძის პროექტმა დაიმსახურა TBC ბანკის სიმპათია და დაჯილდოვდა ფულადი პრიზით.

პროექტის მონაწილეებმა, უფროსი მეგობრების ინიციატივითა და ორგანიზებით მიიღეს მონაწილეობა მხიარულ სტარტებში, რომელიც გაგრძ...
07/04/2013

პროექტის მონაწილეებმა, უფროსი მეგობრების ინიციატივითა და ორგანიზებით მიიღეს მონაწილეობა მხიარულ სტარტებში, რომელიც გაგრძელდა პიკნიკით წყნეთის ტყეში.
მადლდობას ვუხდით ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლას, რომელმაც დაგვითმო სკოლის სტადიონი ღონისძიების გასამართავად.

28/03/2013
4 მარტს, განათლების კვირეულის ფარგლებში, პრეოქტის მონაწილე უმცროსი მეგობრები ეწვივნენ გორის ახალგაზრდულ კლუბს, სადაც ისი...
07/03/2013

4 მარტს, განათლების კვირეულის ფარგლებში, პრეოქტის მონაწილე უმცროსი მეგობრები ეწვივნენ გორის ახალგაზრდულ კლუბს, სადაც ისინი შეხვდნენ როგორც კლუბის წევრებს, ასევე 30–ზე მეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს. ღონისძიება გაიმართა გაეროს ასოციაციის პროექტის (« ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში / Advancing National Integration ») ორგანიზებით და მის ფარგლებში ბავშვებს სხვადასხვა სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობები შესთავაზეს, მათ შორის, სახის მოხატვა და SOS ბავშვთა სოფლის “Play Bus”-ის წარმომადგენლების მიერ მოწყობილი „არტ“ და კითხვის სესია.

კინოსაღამო და დისკუსია რობერტო ბენინის ფილმზე "ცხოვრება მშვენიერია"
16/02/2013

კინოსაღამო და დისკუსია რობერტო ბენინის ფილმზე "ცხოვრება მშვენიერია"

Address

2 Dolidze Str
Tbilisi
0171

Website

http://www.una.ge/

Alerts

Be the first to know and let us send you an email when My Senior Friend / ჩემი უფროსი მეგობარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to My Senior Friend / ჩემი უფროსი მეგობარი:

Share