07/04/2026
გახსოვთ პირველი ფესტივალი? ✨
🍷 ათი წლის წინ ყველაფერი უძილო ღამეებით დაიწყო, ანთებული თვალებით, დიდი მოლოდინით და პატარა, მაგრამ ურყევი მიზნით. მაშინ ეს უბრალოდ იდეა იყო. დღეს კი - ტრადიციაა, რომელიც ყოველ წელს ისევ ისეთივე სიყვარულით გრძელდება
🎊 10 წელი გავიდა და თითოეული წელი გვახსოვს.ყველა ღვინო, ყველა ღიმილი, ყველა გემო და ნოტი, ბედნიერი სახეები, გაზიარებული სითბო და სიყვარული, გემრიელი თათარა, რჩევები, საუბრები, ზრუნვა…
🫂 ასეთია ჩვენი ფესტივალი - ის ბევრს გასცემს და ბევრსაც იღებს. ის აერთიანებს ადამიანებს, ქმნის ისტორიებს და ტოვებს მოგონებებს, რომლებიც წლების განმავლობაში გვყვება
10 წლის განმავლობაში იმდენი ამბავი დაგვიგროვდა, რომ ახლა დროა, ეს ისტორია ისევ ერთად მოვყვეთ
📅 10 ოქტომბერს, ჩვენს უცვლელ ადგილას,
საიუბილეო ემოციებით, 10 წლიან ისტორიას ისევ თქვენთან ერთად ვიზეიმებთ
⭐️ მოინიშნეთ თარიღი 10 ოქტომბერი ჩვენი შეხვედრის დროა